კვლევა

ჟურნალი ამირანი. 2009. ნომერი 21

თრიალეთის კულტურის ეგეოსურ სამყაროსთან ურთიერთობის საკითხისათვის

ავტორ(ებ)ი: ლევან ჭაბაშვილი

ეგეოსურ სამყაროსთან ურთიერთობის საკითხი თრიალეთის კულტურის აღმოჩენასთან ერთად წარმოიშვა და დღემდე ერთ-ერთ გადაუჭრელ სამეცნიერო პრობლემად რჩება. ამ კულტურის აღმომჩენი პროფ. ბ. კუფტინი ჯერ კიდევ XX საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისში მიუთითებდა თრიალეთის გორასამარხებში აღმოჩენილი ცალკეული არტეფაქტების მსგავსებაზე კრეტის და კონტინენტური საბერძნეთის ბრინჯაოს ხანის მასალებთან.



ჟურნალი ამირანი. 2008. ნომერი 20

ნოქალაქევი-არქეოპოლისის გამაგრების სისტემა

ავტორ(ებ)ი: ნიკო მურღულია

VI საუკუნის ბიზანტიურ საისტორიო მწერლობაში (იუსტინიანეს"ნოველა", პროკოპი კესარიელი, აგათია სქოლასტიკოსი) ლაზიკაში წარმოებული ბიზანტია-ირანის ბრძოლების აღწერისას, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ლაზიკის ქალაქ არქეოპოლისს, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში სენაკის რ-ნში, სოფელ ნოქალაქევში გამოვლენილ IV-VI სს-ით დათარიღებულ ნაქალაქართან არის გაიგივებული და ქართულ წერილობით წყაროებში ციხე-გოჯად იწოდება.



ჟურნალი ამირანი. 2008. ნომერი 20

რომაული სარკე მცხეთის 905-ე აკლდამიდან

ავტორ(ებ)ი: თემურ თოდუა

სარკეები ფრიად მნიშვნელოვანი არქეოლოგიური არტეფაქტებია. ისინი მრავალმხრივ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდიან ანტიკური ეპოქის საზოგადოების გემოვნების, მხატვრული ხელოსნობის და საერთოდ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.



ჟურნალი ამირანი. 2008. ნომერი 20

სასიღნაღო ღელის ნამგლის ჩასართების სახელოსნო

ავტორ(ებ)ი: ვაჟა ვარაზაშვილი

გასული საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ დაზვერვების დროს სოფ. არაშენდასთან (გურჯაანის რაიონი) შეკრიბა მცირე ზომის ანატკეც-ლამელები. კოლექციამ რამდენიმე ასეულს მიაღწია.