კვლევა

ჟურნალი ამირანი. 2019. ნომერი 32

მეცნიერული მიმდინარეობები არქეოლოგიაში XX საუკუნის პირველ ნახევარში

ავტორ(ებ)ი: თინა აბულაშვილი

XX საუკუნის პირველ ნახევარში არსებული სამეცნიერო სკოლები და იდე­ო­ლოგია გარკვეულ ზეგავ­ლე­ნას ახდენდა მეცნიერების გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ამ პერიოდში არქეოლოგიაში რამდენიმე მიმდინარეობა არსებობდა. დასავლე­­თის სა­მეცნიერო წრე­ე­ბ­ში მიგ­რა­ცი­ის და დიფუზიის თეო­­რიე­ბი იყო გა­ვ­რ­­­­­ცე­­ლე­ბუ­ლი, ხო­­ლო საბ­­­ჭოთა კავშირში ევოლუ­ციო­ნიზ­მი და სტადიალუ­რო­ბის თეო­­რია. არსებობდა გა­დაუ­ლახავი უფსკ­რუ­ლი საბ­ჭოთა აზ­როვნებასა და და­სავ­­ლეთს შორის.



ჟურნალი ამირანი. 2019. ნომერი 32

უძველესი სამიწათმოქმედო იარაღები დასავლეთ საქართველოდან

ავტორ(ებ)ი: ნიკოლოზ ცქვიტინიძე

ჩიხორის გვიანენეოლით-ადრებრინჯაოს ხანის ნამოსახლარის კვლევა ჩვენს სამომავლო მიზანს შეადგენს. წინამდებარე ნაშრომში კი გვინდა ყურადღება გავამახვილოთ და თავი მოვუყაროთ დასავლეთ საქართველოში უკვე არსებულ, კავკასიის უძველეს, ადრესამიწათმოქმედო კულტურაზე მიმანიშნებელ ფაქტობრივ მონაცემებს. ამასთანავე, მეცნიერულ მიმოქცევაში შემოვიტანოთ დასავლეთ საქართველოში უკანასკნელ წლებში მიკვლეულ, ჩიხორის გორაზე (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) გვიანენეოლით-ადრებრინჯაოს ხანის ნამოსახლარზე აღმოჩენილი მიწათმოქმედების დამადასტურებელი მასალა (ნამგლისპირები, ხელსაფქვავები, მარცვლეულის სასრესი ქვები, თოხები და სხვ.).



ჟურნალი ამირანი. 2020. ნომერი 33

ჩიხორის ქალკოლით-ადრებრინჯაოს ხანის ნამოსახლარი

ავტორ(ებ)ი: ნიკოლოზ ცქვიტინიძე

ჩიხორის ქალკოლით-ადრებრინჯაოს ხანის ნამოსახლარი და სახელოსნო რიონ-ყვირილას აუზის რეგიონის პირველი "ღია" ნამოსახლარი ძეგლია, რომელიც არქეოლოგიური გათხრების შედეგადაა შესწავლილი, თუმცა ნაშრომში ჩვენ მხოლოდ ნამოსახლარზე მოპოვებულ მასალას მიმოვიხილავთ, ხოლო ნამოსახლარის და სახელოსნოს კომპლექსურად შესწავლა ჩვენ მომავლის პერსპექტივად გვესახება. მანამდე ცნობილი გვიან-ქალკოლითური ღია ნამოსახლარების მასალები ზედაპირული შეგროვების გზით იყო მოპოვებული.



ჟურნალი ამირანი. 2020. ნომერი 33

ცენტრალური კავკასიონის გადასასვლელები (რაჭა, ბალყარეთი, დვალეთი)

ავტორ(ებ)ი: ლერი ჯიბლაძე

ბრინჯაო-ადრერკინის ხანაში მთის რაჭა გარე სამყაროდან კულტურულად არ იყო მოწყვეტილი და მჭიდრო კონტაქტები უნდა ჰქონოდა ცენტრალური კავკასიონის ჩრდილოეთ ფერდზე მცხოვრებ მოსახლეობასთან. ეს კავშირურთიერთობები კოლხეთის ამ მხარესა და განსაკუთრებით მეზობელ დიგორიის (მდ. ურუხის სათავეები), ბალყარეთსა (მდ. ჩერეკის ზემო წელი) და ისტორიულ დვალეთში (მდ. არდონის სათავეები) მცხოვრებ მოსახლეობას შორის ძირითადად ხორციელდებოდა ცენტრალური კავკასიონის ქედის უღელტეხილებზე გამავალი საკომუნიკაციო გზების მეშვეობით, სადაც ასეთი გადასასვლელი რამდენიმე იყო.



Powered by bootstrapmade.com