კვლევა

ჟურნალი ამირანი. 2002. ნომერი 6

კოლხი მედეას იდენტიფიცირებისათვის სოხუმის სტელაზე

ავტორ(ებ)ი: გელა გამყრელიძე

ქალაქ სოხუმთან (შავი ზღვის სანაპიროზე) მდებარე ყურის ფსკერზე, მდ. ბესლეთის შესართავთან აღმოჩნდა მარმარილოს ბარელიეფიანი სტელა, რომელიც საფლავის ქვაა. მისი ზომებია 157x92x12 სმ. სტელა ძვ.წ. V ს. მეორე ნახევრით თარიღდება. ამჟამად სტელა ქ. სოხუმის მუზეუმში ინახება.



ჟურნალი ამირანი. 2002. ნომერი 6

საქართველოს შავიზღვისპირა ცენტრების სტატუსი (ახ. წ. V-VI სს.)

ავტორ(ებ)ი: თემურ თოდუა

საქართველოს შავიზღვისპირეთი ბიზანტიური სამყაროს სისტემაში ახ. წ. VI ს. 90-იან წლებში ჩაერთო. ზოგიერთი მკვლევარი ამ დროიდან ვარაუდობს საქართველოს შავიზღვისპირა ცენტრებში - ფასისში, აფსაროსში, პეტრაში, სებასტოპოლისსა და პიტიუნტში ბიზანტიური გარნიზონების ჩადგომას...



ჟურნალი ამირანი. 2003. ნომერი 8

ლითონის ჭურჭელი მაიკოპ-ნოვოსვობოდნენსკაიადან

ავტორ(ებ)ი: სერგეი კორენევსკი

კავკასიაში ლითონის ჭურჭელი პირველად ადრებრინჯაოს ხანიდან ჩნდება. საბოლოოდ, 14C კალიბრირებული მონაცემების საფუძველზე ეს პერიოდი ქრისტემდე IV ათასწლეულის პირველი მესამედიდან III ათასწლეულის დასაწყისამდე თარიღდება და შუამდინარეთის ურუქის ხანას შეესაბამება.



ჟურნალი ამირანი. 2003. ნომერი 8

კოლხური კულტურის ხელოვნური ნამოსახლარი ბორცვის ნაოხვამუს დათარიღებისათვის

ავტორ(ებ)ი: ჯონი აფაქიძე

ნაოხვამუს ბორცვი მდებარეობს ცენტრალურ კოლხეთში, კერძოდ, სენაკის რაიონში. მას ოვალური ფორმა ჰქონდა. მისი სიმაღლე მიწის ზედაპირიდან 1,5 მეტრს აღწევდა, მაქსიმალური დიამეტრი 60 მეტრი იყო. ბორცვს ირგვლივ ხელოვნური არხი უვლიდა. იგი 1933-1934 წლებში ითხრებოდა ა. ამირანაშვილი-ბოლტუნოვას, ს. მაკალათიასა და ფოთის მუზეუმის დირექტორის ვ. გოგოლიშვილის მიერ.



Powered by bootstrapmade.com