კვლევა

ჟურნალი ამირანი. 2022. ნომერი 36

კოლხეთის ბრინჯაოს მეტალურგიული წარმოების პირველად, მეორად კერებსა და გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი საკომუნიკაციო გზები

ავტორ(ებ)ი: ლერი ჯიბლაძე, ზვიად კვიციანი

კოლხეთის ბრინჯაო-ადრერკინის ხანის კულტურებთან დაკავშირებით არსებობს მთელი რიგი საკითხთა სპექტრი, რომლებიც ნაკლებადაა შესწავლილი ან იშვიათი გამონაკლისის გარდა, სამეცნიერო ლიტერატურაში თითქმის არ გაშუქებულა. ეს მეტადრე ეხება ბრინჯაოს მეტალურგიულ წარმოებასთან დაკავშირებულ მთელ რიგ პრობლემურ საკითხებს: კერძოდ, დასაზუსტებელია თუ როგორ ქრონოლოგიურ თანხვედრაში მოდის ერთმანეთთან ბრინჯაოს მეტალურგიული წარმოების პირველადი (სამთამადნო წარმოების ძეგლები) და მეორადი კერების (ბრინჯაოს საწარმოო სახელოსნოები) ექსპლოატაციის დასაწყისი.



ჟურნალი ამირანი. 2022. ნომერი 36

"ორნამენტირებული" ორპირი ცული ნაზარლების სამლოცველოდან

ავტორ(ებ)ი: პაატა ბუხრაშვილი, ნანა ბახსოლიანი

სამეცნიერო საზოგადოებისთვის უკვე კარგადაა ცნობილი, რომ მოყოლებული 2017 წლიდან, მთა "ნაზარლებზე" (შირაქის ზეგანი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი) მდებარე გვიანი ბრინჯაო-ადრე რკინის ხანის, ქრისტემდე XII-X ს. ნაქალაქარს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიზუალური ანთროპოლოგიისა და ლოკალური ისტორიის ლაბორატორიისა და ჰალლეს მარტინ ლუთერის უნივერსიტეტის აღმოსავლეთის არქეოლოგიისა და ხელოვნების ინსტიტუტის ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიცია შეისწავლის.
2018 წლის 11 სექტემბერს აქ, ნაზარლების ნაქალაქარზე აღმოჩენილ სამლოცველოში გამოვლინდა ბრინჯაოს ნივთებისგან შედგენილი განძი. ამჯერად, ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ ამ განძში დადასტურებულ ცენტალურამიერკავკასიური ტიპის ბრინჯაოს ორპირა ცულზე.



ჟურნალი ამირანი. 2022. ნომერი 36

1934-1940 წლებში ბორის კუფტინის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიურ ფონდებში ჩატარებული სამუშაოების მოკლე მიმოხილვა

ავტორ(ებ)ი: თინა აბულაშვილი

1934-1940 წლებში ბორის კუფტინმა საქართველოს ტერიტორიაზე არა ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი გათხარა და შეისწავლა, სისტემაში მოიყვანა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური ფონდები და გამოიკვლია ცალკეულ აღმოჩენათა ადგილები. 1934 წელს იგი აქტიურად ჩაერთო საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში არქეოლოგიური გამოფენის მოწყობასთან დაკავშირებულ სამუშაოებში.



ჟურნალი ამირანი. 2023. ნომერი 37

37-ე ნომრის სრული ვერსია

ავტორ(ებ)ი: საგამომცემლო საბჭო

37-ე ნომრის სრული ვერსია



Powered by bootstrapmade.com