კვლევა

ჟურნალი ამირანი. 2003. ნომერი 8

ბ. კუფტინი და კოლხეთის დაბლობის ბრინჯაო-ადრერკინის ხანის ნამოსახლარები

ავტორ(ებ)ი: ლერი ჯიბლაძე

გასული საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო კოლხეთის დაბლობის ბრინჯაო-ადრერკინის ხანის ნამოსახლარების შესწავლა. პირველი ძეგლები, სადაც წარმოებული იქნა არქეოლოგიური გათხრები, ეს იყო ნაოხვამუ, ანაკლია I, ოჩამჩირე და დაბლაგომი. პროფ. ბ. კუფტინს, როგორც ცნობილია, მონაწილეობა არ მიუღია ნაოხვამუზე და ანაკლია I-ზე წარმოებულ სამუშაოებში. იგი მხოლოდ გაეცნო გათხრებს, დაათვალიერა ჭრილები და შეისწავლა ნივთიერი მასალა.



ჟურნალი ამირანი. 2003. ნომერი 9

ვანის ნაქალაქარზე გამოვლენილი დამღიანი კრამიტის ერთი ჯგუფის იდენტიფიკაციისათვის

ავტორ(ებ)ი: დიმიტრი ახვლედიანი

ვანის ნაქალაქარზე გამოვლენილი ელინისტური ხანის კრამიტი წარმომავლობის მიხედვით სამ ჯგუფად გვქონდა დაყოფილი: ადგილობრივი, ანუ კოლხური (სამეფო დამღიანი და ნიშნიანი), სინოპური და არაიდენტიფიცირებული საწარმოო ცენტრის. ეს უკანასკნელი წარმოდგენილია ბრტყელი, ყავისფერკეციანი კრამიტის ფრაგმენტების სახით...



ჟურნალი ამირანი. 2003. ნომერი 9

რეცენზია წიგნზე: ადელე ბილლი, საქართველოში აღმოჩენილი ქრისტემდე VI-I საუკუნეების სამარხთა კვლევა სტეპების ხალხებთან მათი განსაკუთრებული მიმართების გათვალისწინებით

ავტორ(ებ)ი: პაატა ბუხრაშვილი

ნაშრომი გამოქვეყნდა ქ. ბონში (გერმანია) და როგორც თავად ავტორმა მოგვაწოდა ინფორმაცია, იგი გერმანიში, სახელდობრ საქართველოს არქეოლოგიაში დაცული პირველი დისერტაციის პუბლიკაციას წარმოადგენს. დისერტაცია მომზადდა ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პრეისტორიული არქეოლოგიის ინსტიტუტში ცნობილი მეცნიერის პროფ. ბერნჰარდ ჰენზელის ხელმძღვანელობით.



ჟურნალი ამირანი. 2005. ნომერი 12

ცენტრალურამიერკავკასიური ბრინჯაოს ლაგმები

ავტორ(ებ)ი: კოტე ფიცხელაური

ადამიანის საზოგადოება განვითარების განსაზღვულ ეტაპზე მისმა მოთხოვნილებებმა თავისთავად მიიყვანა ბორბლის გამოგონების აუცილებლობამდე, რასაც სავარაუდოა ხელი შეუწყო არსებული ტექნიკური აზროვნების მაღალმა დონემ. ეს სიახლე თავის მხრივ, საფუძვლად უნდა დადებოდა შემდგომ უდიდეს ძვრებს და სწრაფ წინსვლას, როგორც სამეურნეო (ხელოვნური რწყვა; სამეურნეო, მეტალურგიული, ლითონდამამუშავებელი წარმოება, სამშენებლო ტექნიკა და სხვა) ისე სოციალურ ცხოვრებაში. ამ გაგებით ბორბლის გამოგონება "ტექნიკური რევოლუციის" ტოლფასად უნდა იყოს მიჩნეული.



Powered by bootstrapmade.com