ჟურნალი ამირანი. 2005. ნომერი 13 ავტორ(ებ)ი: ლევან ჭაბაშვილი |
კოდისწყაროს ყორღანული ველი მდებარეობს დავით გარეჯის უდაბნოში. ნამოსახლარის "ნაომარი გორა" (უდაბნო I) აღმოსავლეთით მდებარე ტაფობში, მლაშე ტბების მხარეში მთელი ეს ველის ხვადასხვა ზომის ყორღანული სამარხებითაა დაფარული. 1987წელს კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ შეისწავლა სამი მათგანი, რადგან ამ ტაფობში დაგეგმილი იყო დიდი წყალსაცავის მოწყობა. |
ჟურნალი ამირანი. 2006. ნომერი 14 ბრინჯაოს მეტალურგიული წარმოების მეორადი ცენტრები კოლხეთის დაბლობზე ავტორ(ებ)ი: ლერი ჯიბლაძე |
კოლხეთის დაბლობზე ძვ. წ. III ათასწლეულის მეორე ნახევრიდან საფუძველი ეყრება ბრინჯაოს მეორად მეტალურგიულ წარმოებას და ძვ. წ. II ათასწლეულის განმავლობაში განვითარების მაღალ საფეხურს აღწევს. |
ჟურნალი ამირანი. 2006. ნომერი 14 ავტორ(ებ)ი: თემურ თოდუა |
რომის იმპერიისა და კოლხეთის ურთიერთობის შესახებ წერილობითი წყაროები საკმაოდ მწირია. ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება არქეოლოგიურად გამოვლენილ სამარხეულ ძეგლებასც. სწორედ, დაკრძალვის წესსა და სამარხეულ ინვენტარში მკაფიოდ აისახება საზოგადოების ეკონომიკური მდგომარეობა, მისი პოლიტიკური და კულტურული ორიენტაციები. ამ მხრივ ინტერესს იწვევს კლდეეთის სამაროვანი, სადაც მეტ-ნაკლებად ასახულია კოლხეთ-რომის სამხედრო-პოლიტიკური თუ კულტურული კონტაქტები. |
ჟურნალი ამირანი. 2006. ნომერი 14 ერთი არქეოლოგიური ნივთის მნიშვნელობის განსაზღვრისთვის ავტორ(ებ)ი: ნათია გურასპაშვილი |
ბევრს აინტერესებს საქართველოს ტერიტორიაზე ავტოქტონური მოსახლეობა იყო, თუ ხდებოდა გადასახლება ერთი სამოსახლოდან მეორეზე?! ალბათ გვექნებოდა კავშირი მეზობელ თუ შორეულ ქვეყნებთან. მოყვანილი მაგალითიც სწორედ ამ კავშირების ძიებას წარმოადგენს. ეს ის საკითხია, რომელიც საინტერესოა და რომლის კვლევაც მომავლის პერსპექტივაა. |