ჟურნალი ამირანი. 2006. ნომერი 16 ხის სახვნელი იარაღები ყულევის ნამოსახლარიდან ავტორ(ებ)ი: ლერი ჯიბლაძე, ნუგზარ პაპუაშვილი |
კოლხეთის დაბლობის ტერიტორიაზე შესწავლილ გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის ძეგლებს შორის თავისი უნიკალური აღმოჩენების მიხედვით ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უნდა მიეკუთვნოს ყულევის ნამოსახლარს (ყოფილი # 2 უბანი), რომელიც მდებარეობს ხობის რაიონში, უშუალოდ მდინარე ხობისწყლის მარჯვენა სანაპიროზე, ზღვიდან 200-300 მეტრის დაშორებით. |
ჟურნალი ამირანი. 2006. ნომერი 16 აფხაზეთის ადრე შუა საუკუნეთა ხანის სამაროვნები და სამარხთა ძირითადი ტიპები ავტორ(ებ)ი: ირმა ბერძენიშვილი |
აფხაზეთის ადრე შუა საუკუნეთა ხანის სამაროვნები თუ ცალკეული სამარხები ძირითადად ნაქალაქართა თუ ნამოსახლართა მახლობლად და ეკლესიებთან, ან უშუალოდ ეკლესიებშია გათხრილი. მათგან ყველაზე გეგმაზომიერად და სრულყოფილად ბიჭვინთის და წებელდის სამაროვნებია შესწავლილი. ფაქტიურად შეუსწავლელია ხაშუფსეს, აჩმარდის, ლაფსთის სამაროვნები (მდ. ხაშუფსეს ხეობაში). რამდენადმე მცირე მასშტაბის სამაროვანი გაითხარა ეკლესიების მახლობლად ოჩამჩირესა და განთიადში. 2002 წელს კი აჭანდარაში, ბორცვ ცოუხუაზე, გაითხარა IV-VI სს. სამაროვანი. |
ჟურნალი ამირანი. 2006. ნომერი 16 ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთის სამაროვანთა ქრონოლოგიის ზოგიერთი საკითხი ავტორ(ებ)ი: ნინო დოლიძე |
ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთში გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანაში გვხვდება კოლექტიური და ინდივიდუალური სამარხები. ისინი წარმოდგენილია ორი სახეობით: ორმოსამარხები და ქვევრსამარხები (ოსუარიუმები). პირველში სხვადასხვა ფორმა-მოყვანილობის სამარხი ორმოები განირჩევა, რომლებშიც დაკრძალვის 3 წესი ფიქსირდება: ინჰუმაციური, კრემაციული და მეორადი დაკრძალვა. |
ჟურნალი ამირანი. 2007. ნომერი 17 ავტორ(ებ)ი: პაატა ბუხრაშვილი, ზურაბ ცქვიტინიძე |
ჯერ კიდევ 1997 წელს, კავკასიოლოგიის საერთაშორისო სამეცნიერო კვლევითი საზოგადოებრივი ინსტიტუტის თანამშრომლები: პროფ. ქევინ თუითი (პროგრამის დამფინანსებებლი), პაატა ბუხრაშვილი, ზურაბ ცქვიტინიძე და ბერუჩა ნიკოლაიშვილი ვიმყოფებოდით ქვემო ქართლსა და ჯავახეთის ზეგანზე მეგალითური ნაგებობების დასათვალიერებლად და გადასაღებად. მოვიხილეთ მეგალითური ნამოსახლარები დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის რაიონებში; კერძოდ - ჩხიკვთაში, გომარეთთან (ე.წ. მამულოს პანტიანი), ავრანლუში, სანთაში, დაშბაშში... |