კვლევა

ჟურნალი ამირანი. 2007. ნომერი 17

გომარეთის მეგალითური დასახლების განაშენიანებისა და სამშენებლო ტექნოლოგიის საკითხები

ავტორ(ებ)ი: გურამ ყიფიანი

ეს დასახლება განფენილია მკვეთრად დაქანებული ტყიანი კბოდეს ძირში, მდ. ხრამის მარჯვენა ნაპირზე და გრძივად მიმართულია სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთისაკენ.
არქეოლოგიური დაზვერვის ზოგადი მონაცემებით (რაც კვლევის ამ საფეხურზე დიდად ჭირს, დასახლებაზე განვითარებული უღრანი ტყის გამო), მისი ფართობი 4-5 ჰა-ს უნდა მოიცავდეს.



ჟურნალი ამირანი. 2007. ნომერი 17

არქეოლოგიური სამუშაოები ნაზარლების ნაქალაქარზე და სამაროვანზე (2007 წ-ის გაზაფხული)

ავტორ(ებ)ი: კიაზო ფიცხელაური, ვაჟა ვარაზაშვილი, პაატა ბუხრაშვილი, კოტე ფიცხელაური

ძვ. წ. I ათასწლეულის პირველ ნახევარში ურარტუს სახელმწიფოს ძლევამოსილმა არმიამ, რომელმაც წინა აზიის დიდი ნაწილი დაიპყრო, სამხრეთ კავკასიაში მხოლოდ მის განაპირა რეგიონამდე მოაღწია. უფრო ღრმად მათი კვალი არ არის დაფიქსირებული, თითო ოროლა უმნიშვნელო ნივთის აღმოჩენის გარდა.



ჟურნალი ამირანი. 2007. ნომერი 17

ბრინჯაოს ჯვრის წარწერიანი ფრაგმენტი ვანის ნაქალაქარიდან

ავტორ(ებ)ი: ნათია დარსალია

ვანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დღემდე მოღწეული ქრისტიანული ხანის ისტორიული ძეგლები (ნაეკლესიარები, ნაციხარები) და არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგად აღმოჩენილი მრავალფეროვანი მასალა (სამარხები, არქიტექტურული დეტალები, ეპიგრაფიკული ძეგლები, კერამიკული ნაწარმი, მონეტები და სხვ.) გვავარაუდებინებს, რომ ეს რეგიონი შუასაუკუნეებში დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან "ქვეყანას" წარმოადგენდა.



ჟურნალი ამირანი. 2008. ნომერი 19

მდ. ივრის ზეგნის კატაკომბური სამარხების დათარიღებისათვის

ავტორ(ებ)ი: ვაჟა ვარაზაშვილი

ბრიმაღელის ორი კატაკომბური სამარხი აღმოჩნდა ბოდბე-მაჩხაანის (სიღნაღის რაიონი) საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს. 1977 წელს წყალსადენის გაყვანის დროს ტრაქტორმა ორ სამარხს ჩამოაჭრა სამხრეთი ნაწილი. ორივე ერთმანეთის გვერდით მდებარეობდა და ერთმანეთისაგან 1,5 მ-ით იყო დაშორებული. აღმოსავლეთით მდებარე სამარხისაგან გადარჩენილი აღმოჩნდა მხოლოდ მცირე ნაწილი, სადაც გაიწმინდა მიცვალებულის ტერფის ძვლები. ამონაყარ მიწაში ადამიანის ძვლის ფრაგმენტების გარდა სხვა არაფერი არ დადასტურდა.



Powered by bootstrapmade.com