ჟურნალი ამირანი. 2008. ნომერი 20 სასიღნაღო ღელის ნამგლის ჩასართების სახელოსნო ავტორ(ებ)ი: ვაჟა ვარაზაშვილი |
გასული საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ დაზვერვების დროს სოფ. არაშენდასთან (გურჯაანის რაიონი) შეკრიბა მცირე ზომის ანატკეც-ლამელები. კოლექციამ რამდენიმე ასეულს მიაღწია. |
ჟურნალი ამირანი. 2008. ნომერი 20 რომაული სარკე მცხეთის 905-ე აკლდამიდან ავტორ(ებ)ი: თემურ თოდუა |
სარკეები ფრიად მნიშვნელოვანი არქეოლოგიური არტეფაქტებია. ისინი მრავალმხრივ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდიან ანტიკური ეპოქის საზოგადოების გემოვნების, მხატვრული ხელოსნობის და საერთოდ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. |
ჟურნალი ამირანი. 2008. ნომერი 20 ნოქალაქევი-არქეოპოლისის გამაგრების სისტემა ავტორ(ებ)ი: ნიკო მურღულია |
VI საუკუნის ბიზანტიურ საისტორიო მწერლობაში (იუსტინიანეს"ნოველა", პროკოპი კესარიელი, აგათია სქოლასტიკოსი) ლაზიკაში წარმოებული ბიზანტია-ირანის ბრძოლების აღწერისას, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ლაზიკის ქალაქ არქეოპოლისს, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში სენაკის რ-ნში, სოფელ ნოქალაქევში გამოვლენილ IV-VI სს-ით დათარიღებულ ნაქალაქართან არის გაიგივებული და ქართულ წერილობით წყაროებში ციხე-გოჯად იწოდება. |
ჟურნალი ამირანი. 2009. ნომერი 21 თრიალეთის კულტურის ეგეოსურ სამყაროსთან ურთიერთობის საკითხისათვის ავტორ(ებ)ი: ლევან ჭაბაშვილი |
ეგეოსურ სამყაროსთან ურთიერთობის საკითხი თრიალეთის კულტურის აღმოჩენასთან ერთად წარმოიშვა და დღემდე ერთ-ერთ გადაუჭრელ სამეცნიერო პრობლემად რჩება. ამ კულტურის აღმომჩენი პროფ. ბ. კუფტინი ჯერ კიდევ XX საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისში მიუთითებდა თრიალეთის გორასამარხებში აღმოჩენილი ცალკეული არტეფაქტების მსგავსებაზე კრეტის და კონტინენტური საბერძნეთის ბრინჯაოს ხანის მასალებთან. |