კვლევა

ჟურნალი ამირანი. 2012. ნომერი 24

თეთრამიწის ენეოლითური ნამოსახლარი

ავტორ(ებ)ი: ნიკოლოზ ცქვიტინიძე

თეთრამიწის ნამოსახლარი მდებარეობს ქუთაისის მიდამოში, მდ. რიონის მარჯვენა ნაპირის დიდი ზომის გორაზე, რომელსაც რამდენიმე ჰექტარი უკავია. თეთრამიწის სამოსახლოს ნაშთი საყურადღებო ძეგლია უპირველეს ყოვლისა იმ ნიმუშების გამო, რომლებიც აქ დადასტურდა. კოლექცია შეიცავს, როგორც პალეოლითურ, ასევე ნეოლითურ და ენელოითურ მასალასა. აღსანიშნავია, რომ დასავლეთ საქართველოში აღმოჩენილ ძეგლებს შორის, თეთრამიწის ნამოსახლარი ყველაზე გამორჩეულია, რადგან დღემდე გათხრილ "ღია" ტიპის ნამოსახლარებზე მხოლოდ თეთრამიწაზეა დადასტურებული პალეოლითური, ნეოლითური და ენეოლითური მასალა ერთად, რის გამოც თეთრამიწის კოლექცია ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი და მრავალკომპონენტიანია. მოპოვებული მასალის ძირითადი ნაწილი ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ინახება, ხოლო კოლექციის ძალზე მცირე ნაწილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის ქვის ხანის ფონდში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ დასავლეთ საქართველოს "ღია" ტიპის ენეოლითური ნამოსახლარები შედარებით ცუდადაა შესწავლილი და ამ ტიპის მხოლოდ სამი ძეგლია გამოვლენილი.



ჟურნალი ამირანი. 2012. ნომერი 24

2011 წლის ივნისის საველე არქეოლოგიური დაზვერვების ანგარიში

ავტორ(ებ)ი: ვაჟა ვარაზაშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კახეთის არქეოლოგიური რაზმი, 2011 წლის 3-16 ივნისს, აგრძელებდა ”სახელმწიფოს სათავეებთთან კავკასიაში" პროექტით გათვალისწინებულ არქეოლოგიურ დაზვერვებს იორ-ალაზნის აუზში, არქეოლოგიური რუკის შესაქმნელად. იმავდროულად, ექსპედიციას ჰქონდა სასწავლო-შემეცნებითი ფუნქციაც, რადგან მასში მონაწილეობას იღებდნენ სტუდენტები, რომლებმაც გაიარეს საველე არქეოლოგიის საფუძვლების კურსი. ექსპედიციამ წარმატებით ჩაიარა. აღმოაჩინა და დააფიქსირა სხვადასხვა პერიოდის 43 ძეგლი (ნამოსახლარი, ყორღანული ველი, სამაროვანი და სხვა). ვიძლევით ძეგლების აღწერას და მათ კოორდინატებს.



ჟურნალი ამირანი. 2012. ნომერი 24

დასავლეთ კავკასიის ნეოლითი

ავტორ(ებ)ი: ლამარა ნებიერიძე, ნიკოლოზ ცქვიტინიძე

ამ ბოლო დროს სამეცნიერო ლიტერატურაში გამოითქვა მოსაზრებები კავკასიაში ნეოლითის არარსებობის შესახებ. ნაშრომის მიზანია, აჩვენოს რეალური მდგომარეობა დასავლეთ კავკასიის ნეოლითური ძეგლების განხილვის მაგალითზე.



ჟურნალი ამირანი. 2012. ნომერი 24

ზემო იმერეთის შუა და ზედა პალეოლითის ძეგლები

ავტორ(ებ)ი: მირანდა ლაბაძე

საქართველო მდებარეობს ევრაზიაში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე და გავრცობილია კავკასიონის სამხრეთ კალთის შუა და დასავლეთ ნაწილში. მისი ტერიტორია, გეოგრაფიული მდებარეობის გამო, გზასაყარია აზიასა და ევროპას შორის. ეს რეგიონი ბიოგეოგრაფიულირეფუგიუმი იყო, რომელიც შემორჩენილია ზედა პლეისტოცენის (130 000 წ. წინ) ეპოქიდან. რეგიონი წარმოადგენდა გეოგრაფიულ "ჩიხს", სადაც არეალის სიმცირის გამო სხვადასხვა კულტურები თანაარსებობდნენ.



Powered by bootstrapmade.com