|
ჟურნალი ამირანი. 2008. ნომერი 19 ავტორ(ებ)ი: თეა კობახიძე |
პერიოდი, რომელიც ასურელ მოღვაწეთა ქართლში მობრძანებას ემთხვევა, საქართველოსათვის ძნელბედითი და კატაკლიზმებით სავსე იყო: "ამის ფარსმანის მეფობასა მოვიდეს სპარსნი, მოაოხრეს ქართლი და რანი, ხოლო ფარსმან მეფემან ქართველთამან, ითხოვა სპარსთ მეფისაგან, რათა არა მოაოხრნეს ეკლესიანი და იპყრას ქართლი სჯულსა ზედა ქრისტესსა, რამეთუ მას ჟამსა ბერძენნი უცალო იყვნენ ... ვერ შემძლებელ იყვნეს შეწევნად ქართველთა..." |
|
ჟურნალი ამირანი. 2008. ნომერი 19 ხის ტრადიციული ხუროთმოძღვრება და მასთან დაკავშირებული ტერმინოლოგია იმერხეულ მეტყველებაში ავტორ(ებ)ი: თამარ პაპიაშვილი |
ქართულ ტრადიციულ ხუროთმოძღვრულ ხელოვნებას განვითარების დიდი ხნის ისტორია აქვს. საქართველოში მშენებელთა ხელობები დიფერენცირებული და სახელდებული ყოფილა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების პერიოდისათვის, რასაც მოწმობს პირველ ქართულ ნათარგმნ ბიბლიაში დადასტურებული ტერმინები: ხურონი ხეთანი და ხურონი ქვათანი. |
|
ჟურნალი ამირანი. 2007. ნომერი 17 ქართლის მოქცევის კულტუროლოგიური ასპექტები ავტორ(ებ)ი: ალექსანდრა გეგეჭკორი |
ბიზანტიის იმპერიის ჩამოყალიბებას წინ უსწრებდა დიდი იდეოლოგიური გარდატეხა, რამაც განაპირობა ახლადშექმნილი ვრცელი, პოლიეთნიკური სახელმწიფოს კულტურული იდენტიფიკაციის აუცილებლობა, ანტიკური კულტურის კრიზისის დაძლევა - მასში ქრისტიანული ელემენტების ინტენსიური შეტანით. სწორედ ელინისტური კულტურის აღმოსავლურ ქრისტიანობასთან შერწყმით, იქმნება ბიზანტიური კულტურული ტრადიციები. |
|
ჟურნალი ამირანი. 2006. ნომერი 16 კირილე ალექსანდრიელის "საუნჯის" ქართული თარგმანი ავტორ(ებ)ი: თამარ ცოფურაშვილი |
კირილე ალექსანდრიელის (†444 წ.) კალამს არაერთი მნიშვნელოვანი ნაწარმოები ეკუთვნის, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია სქელტანიანი დოგმატიკურ-პოლემიკური თხზულება "საუნჯე". იგი არიოზის მოძღვრების, უფრო ზუსტად კი მისი მიმდევრების - ნეოარიანელების წინააღმდეგაა მიმართული. |