კვლევა

ჟურნალი ამირანი. 2008. ნომერი 19

ქართველ ბერთა ერისკაცებთან ურთიერთობის დასაშვები ფორმები სირიელ მამათა ცხოვრებანის ანალიზის საფუძველზე

ავტორ(ებ)ი: თეა კობახიძე

პერიოდი, რომელიც ასურელ მოღვაწეთა ქართლში მობრძანებას ემთხვევა, საქართველოსათვის ძნელბედითი და კატაკლიზმებით სავსე იყო: "ამის ფარსმანის მეფობასა მოვიდეს სპარსნი, მოაოხრეს ქართლი და რანი, ხოლო ფარსმან მეფემან ქართველთამან, ითხოვა სპარსთ მეფისაგან, რათა არა მოაოხრნეს ეკლესიანი და იპყრას ქართლი სჯულსა ზედა ქრისტესსა, რამეთუ მას ჟამსა ბერძენნი უცალო იყვნენ ... ვერ შემძლებელ იყვნეს შეწევნად ქართველთა..."



ჟურნალი ამირანი. 2008. ნომერი 19

გრიგოლ რობაქიძის "ქალაქი" ფენომენი და ევროპის ცივილიზაციის კრიზისი

ავტორ(ებ)ი: ეკა ცხადაძე

დიდმა მოაზროვნეებმა და შემოქმედებმა ევროპული ცივილიზაციის კრიზისი XIX საუკუნის შუა ხანებიდან შეიგრძნეს და ამ ხნიდან გაბატონებას იწყებს სკეპსისი ფილოსოფიასა და მხატვრულ შემოქმედებაში, ხელოვნებაში საერთოდ. არტურ შოპენჰაუერის ნიჰილიზმს აგვირგვინებს ზარატუსტრას ავტორის სიტყვები...



ჟურნალი ამირანი. 2010. ნომერი 22

საკულტო ტექსტების პოეტიკური ანალიზი

ავტორ(ებ)ი: ხვთისო მამისიმედიშვილი

აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის საკულტო ტექსტების, ისევე როგორც ყველა ზეპირი ძეგლის, გამომსახველობითი მხარე ხალხური პოეტიკის წესებს ემყარება. თუმცა მხატვრული ფორმით საკულტო ტექსტები არსებითად განსხვავდება ზეპირსიტყვიერების სხვა ჟანრებისგან. საკულტო ტექსტების საკრალური ხასიათი, სინკრეტული ბუნება, წარმოთქმის ფორმა, ტროპული მეტყველება, შესრულების რიტუალური წესი და ლექსიკა განაპირობებს მის მხატვრულ თავისებურებას.



ჟურნალი ამირანი. 2015. ნომერი 27

კოლაელ ყრმათა მარტვილობა

ავტორ(ებ)ი: ბიძინა ჩოლოყაშვილი

წინამდებარე გამოკვლევის მიზანს წარმოადგენს კოლაელ ყრმათა წამების ამსახველი ნაწარმოების შექმნის პერიოდის დადგენა.
თხზულების სრული სათაურია: "წამებაჲ ყრმათა წმიდათაჲ რიცხჳთ ცხრათაჲ, რომელნი იყვნეს სულითა ძმანი ნათლის-ღებითა წმიდისაგან ემბაზისა, ხოლო შობილ იყვნეს თავის-თავისა დედისაგან თჳსისა“.
ქართულ ენაზე დაწერილი მარტვილობა ერთადერთი ხელნაწერითაა შემონახული, რომელიც დაცულია საბერძნეთში, ათონის მთაზე აგებულ ივერთა მონასტერში.



Powered by bootstrapmade.com