კვლევა

ჟურნალი ამირანი. 2003. ნომერი 8

"დიდი კოლხური ცივილიზაცია" და აიეტის ქვეყნის შესაძლო სახელმწიფო ენა

ავტორ(ებ)ი: ტარიელ ფუტკარაძე

არქეოლოგთა თანამედროვე გამოკვლევები ცხადყოფს, რომ II ათასწლეულის შუა პერიოდიდან ჭოროხის ხეობასა

არქეოლოგთა თანამედროვე გამოკვლევები ცხადყოფს, რომ II ათასწლეულის შუა პერიოდიდან ჭოროხის ხეობასა და მტკვრის ზემო წელში უკვე დასტურდება კოლხური კულტურის ელემენტები; მაგ., ყარსის მუზეუმში დაცულია ისტორიული ტაოსა და არტაანის ტერიტორიაზე ნაპოვნი II ათასწლეულის შუა პერიოდის კოლხური ცივილიზაციის ნიმუშები...



ჟურნალი ამირანი. 2003. ნომერი 8

ქართული ენის კონსონანატური ფონოტაქტიკა

ავტორ(ებ)ი: მარიკა ბუცხრიკიძე

დისერტაციის მთავარ მიზანს წარმოადგენს თანხმოვანთკომპლექსების (მაგალითად, CCC ტიპის სტრუქტურათა) ფენომენის შესწავლა. ფარდობითობისა და დამატებითობის პრინციპების გამოყენებით ჩამოყალიბებულია ჰიპოთეზა CCC და CVCVCV ტიპის სტრუქტურათა ურთიერთკავშირის შესახებ. თანხმოვანთა კომპლექსები განხილულია როგორც CVC ტიპის სტრუქტურებიდან ნაწარმოები (მეორადი) ოდენობები, სადაც CVC სიტყვის ლექსიკურ ნაწილს ანუ ფუძეს წარმოადგენს.



ჟურნალი ამირანი. 2002. ნომერი 7

კილოს აღწერა და ცივილიზაციის დეფინიცია ილია ჭავჭავაძის "მგზავრის წერილებში"

ავტორ(ებ)ი: პოლ მანნინგი

"მგზავრის წერილები"-ს საბოლოო ნაწილში ილია ამბობს: - "ჩემი ცდა მარტო იმაშია, რომ იმისი (ლელთ ღუნია - პ.მ.) აზრისათვის იმისივე ფერი შემერჩია და იმის სიტყვისათვის იმისივე კილო. თუ ეს შევასრულე, ჩემი განზრახვაც შემისრულებია."



ჟურნალი ამირანი. 2002. ნომერი 6

ვეფხისტყაოსანი რაინდის სახელის შესახებ

ავტორ(ებ)ი: ნელი ბრეგაძე

პოემასთან - "ვეფხისტყაოსანი" - დაკავშირებულ საკვლევ საკითხთა შორისაა მისი გმირების სახელები, ვინაობა და მათი მიმართება ავტორთან. ამათგან ჩემი ყურადღება მიიპყრო მთავარი გმირის სახელმა - ტარიელ. მას მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს ზემოდასახელებული ორი საკითხის გარკვევისთვისაც...