კვლევა

ჟურნალი ამირანი. 2000. ნომერი 3

ბინარიტეტი და კომპლემენტარიტეტი ჩრდილო-აღმოსავლეთ საქართველოში. ქალ-ვაჟის გაყვანა იახსრის ხატში

ავტორ(ებ)ი: ქევინ თუითი, პაატა ბუხრაშვილი

კავკასიოლოგიის საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი საზოგადოებრივი ინსტიტუტის ბაზაზე, კანადის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოყოფილი გრანტის საფუძველზე, 1995-1997 წლებში, აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ფშავ-ხევსურეთში) შესაძლებელი გახდა ეთნოგრაფიული და ლინგვისტური მასალების შეკრება. ამან საშუალება მოგვცა გვემსჯელა აქ დღევანდლამდე შემორჩენილ ქალ-ვაჟის ხატში გაყვანის ტრადიციაზე.