კვლევა

ჟურნალი ამირანი. 2014. ნომერი 25

ქართული ვაშლის ჯიში "ხაზარულა"

ავტორ(ებ)ი: ნინო თაბაგარი

წარმოდგენილ ნაშრომში, რომელიც შეეხება სავაჭრო ურთიერთობების ისტორიას კავკასიაში, მიზნად დავისახე რეგიონზე ადრეულ შუა საუკუნეებში გამავალი დიდ სავაჭრო-სატრანზიტო გზების მნიშვნელობის კიდევ ერთხელ წარმოჩენა და ამ ურთიერთობებათა კონტექსტში ადრეფეოდალური საქართველოს ეკონომიკის ერთი მიმართულების, კერძოდ კი მეხილეობის, ადგილის განსაზღვრა.
სათაურში მოყვანილ ვაშლის ჯიშ "ხაზარულა"-ს ეთნონიმური დატვირთვა აქვს და სახელ "ხაზარულას" წარმოშობის კვლევას მივყავართ მთისა და ბარის სავაჭრო-სამეურნეო ურთიერთობების ანალიზამდე.



ჟურნალი ამირანი. 2014. ნომერი 25

საქორწინო-საოჯახო ურთიერთობები ყაბარდოულ საზოგადოებაში: ისტორია და თანამედროვეობა

ავტორ(ებ)ი: ლარისა დოროგოვა

ნაშრომში განხილულია ქორწინებასთან და ოჯახთან დაკავშირებული ადათ-წესები ყაბარდოულ საზოგადოებაში როგორც ისტორიულ, ასევე თანამედროვე ჭრილში.



ჟურნალი ამირანი. 2014. ნომერი 25

25 ნომრის დამატება: წმინდა გიორგი - დიდების მხედარი

ავტორ(ებ)ი: პაატა ბუხრაშვილი

X-XI ს.ს-ებში, ქართულ იკონოგრაფიაში ფართოდ მკვიდრდება და ვრცელდება სწორედ ეს მოტივი - წმინდა გიორგი შუბით განგმირავს რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს. ამ პერიოდის ხატებზე, სახელისულფებო საიმპერატორო გვირგვინით დამშვენებული და სამეფო შესამოსელში გამოწყობილი დიოკლეტიანე, წმინდა მხედრის ფერხთით არის გართხმული და შუბით განიგმირება. მიჩნეულია, რომ ხსენებული მოტივი, მთელს ქრისტიანულ სამყაროში, მხოლოდ ქართული იკონოგრაფიისთვის დამახასიათებელი სიუჟეტია, რომელიც, განსაკუთრებული ინტესივობით, ერთ განსაზღვრულ ქრონოლოგიურ მონაკვეთში, კერძოდ კი X-XI საუკუნებში იკიდებს ფეხს.



ჟურნალი ამირანი. 2015. ნომერი 26

მამაკაცის ნაციონალური კოსტიუმი

ავტორ(ებ)ი: გულნარა კვანტიძე

ცნობები ქართველების მიერ გვიან შუასაუკუნეებში მოხმარებული ტანისამოსის შესახებ, დაცულია ამავე პერიოდის წერილობით წყაროებში - ვახუშტი ბატონიშვილის "აღწერა სამეფოსა საქართველოსა", იოანე ბატონიშვილის "კალმასობა", იესე ბარათაშვილის "ცხოვრება-ანდერძი", დავით ფანასკერტელ-ციციშვილის "ქცევანი და ჩვევანი საქართველოსანი" და სხვ. ეს ოთხი წყარო დანარჩენისაგან იმითაა გამორჩეული, რომ მათში ჩამოთვლილია და მეტ-ნაკლები სისრულითაა დახასიათებული ქართული ჩაცმულობის შემადგენელი ელემენტები, რომელსაც ქართველი დიდებულები (გლეხები ნაკლებად) ატარებდნენ გვიან შუასაუკუნეებში აღმოსავლეთ საქართველოში.



Powered by bootstrapmade.com