კვლევა

ჟურნალი ამირანი. 2009. ნომერი 21

Haoma

ავტორ(ებ)ი: ულრიკა სოდერლინდი

ეს სტატია შეეხება haoma-ს, როგორც ტოქსიკურ რელიგიურ სასმელს და მის გამოყენებას ზარატუსტრას მიმდევრებისა და თაყვანისმცემლების მიერ. წმინდა სასმელი haoma უკვე მრავალი მკვლევარის ინტერესს წარმოადგენს მისი მათრობელა ეფექტების გამო. ძალიან რთულია იმის დადგენა, თუ რა შემადგენლობისა იყო ეს სასმელი. სანამ განვიხილავდეთ სასმელს და მის რიტუალებს, მოკლე შესავალს გავაკეთებ ძველი სპარსული რელიგიური წარმოდგენების შესახებ და რა ფესვები აქვს ზარატუსტრას სწავლებას.



ჟურნალი ამირანი. 2017. ნომერი 29

ცენტრალური კავკასიის მთიანეთის უძველესი მოსახლეობის ეთნოკულტურული ისტორიიდან

ავტორ(ებ)ი: პაატა ბუხრაშვილი

უხსოვარი დროიდან, საცხოვრისი, რომელიც თავის მხრივ, გარკვეული სისხლისმიერი სოციალური ერთობის, ანუ ოჯახის ყოფის ერთგვარი მატერიალიზებული გამოხატულებაც იყო, მრავალ სხვა პრაქტიკულ ფუნქციასთან ერთად, ამ ერთობის იდეურ მთლიანობასაც განასახიერებდა; იგი მთლიანი და განუყოფელი ოჯახის სულიერ სიმბოლოს და ერთგვარ "ტაძრსაც" კი წარმოადგენდა. ოდითგან, საცხოვრისში იყო თავმოყრილი ოჯახისათვის ყველაზე წმინდა რელიკვიები, საკრალური ფუნქციის მატარებელი სხვადასხვა ნივთები; სახლში, კერაზე ენთო "წმინდა" ცეცხლი, იდგა ოჯახის ერთიანობის გამომხატველი დედაბოძი, ინახებოდა სხვადასხვა კერპები...



ჟურნალი ამირანი. 2021. ნომერი 34

კიდევ ერთხელ ნაზარლების სამლოცველოს თაობაზე (შედარებითი ეთნო-არქეოლოგიური დაკვირვებები)

ავტორ(ებ)ი: პაატა ბუხრაშვილი

მიუხედავად იმისა, რომ ნაზარლების სამლოცველოს არქეოლოგიური შესწავლა ჯერ არ დასრულებულა, თავად ძეგლის და მის მიმდებარე ანალოგიური პერიოდის დასახლებათა ტოპოგრაფია და ამ ძეგლიდან მომდინარე ნივთიერი მასალა, გარკვეული ხასიათის წინასწარული დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა. ჩვენის აზრით, რამდენადმე უკვე შესაძლებელია ერთგვარი წინასწარული ვარაუდების გამოთქმა სამლოცველოს საკულტო ხასიათისა და მის გარეშემო შემოკრებილი სოციუმის თაობაზე.



Powered by bootstrapmade.com