კვლევა

ჟურნალი ამირანი. 2002. ნომერი 7

სახადის კულტი სამცხე-ჯავახეთში

ავტორ(ებ)ი: ნინო ჩირგაძე

სამცხე-ჯავახეთში ყველაზე მეტად გავრცელებულ და საშიშ დაავადებებს ბავშვთა ინფექციური სნეულებანი ე.წ. სახადები წარმოადგენდა, რომელთაც ბატონებს, იშვიათად ანგელოზებს და სახადსაც უწოდებდნენ. ამ დაავადებებს განეკუთვნება: ყვავილი || დიდი ბატონები, წითელა, ქუნთრუშა || ქუთეშა || ყელათმა, ჩუტყვავილა || წყლის ყვავილი || ქშუტი, წითურა, ყბაყურა, ყივანახველა || ხველა ბატონები.



ჟურნალი ამირანი. 2003. ნომერი 8

საქორწილო წეს-ჩვეულებების წარმომავლობის საკითხისათვის

ავტორ(ებ)ი: ნელი ბრეგაძე

ოჯახისა და ქორწინების ზოგადი ისტორიის შესწავლისათვის მნიშვნელობა აქვს მათთან დაკავშირებულ ტრადიციებს, რომელთაგან საგანგებო ყურადღებას იპყრობს საქორწილო წეს-ჩვეულებები.



ჟურნალი ამირანი. 2003. ნომერი 8

ეთნოგრაფიული ეპიზოდები საქართველოში რუსთა დამკვიდრებიდან, ანუ

ავტორ(ებ)ი: გიორგი ჩინჩალაძე

კავკასიაში გასაბატონებლად რუსეთის იმპერია წარმატებით იყენებდა "გათიშე და იბატონე"-ს ძველ, ნაცად ხერხს. პირველსავე წლებში ქართველ თავადაზნაურობაში საოცარი გათიშულობა, დაბნეულობა ჩამოვარდა: "ყველანი რაღაც თოკებით შეკრულს, ანუ სულ ერთიანად მახეში გაბმულებს ვგავდითო". ძნელი გახდა მეგობრის, ნათესავისა თუ რუსების "მეთვალის" გარჩევა. ყველამ ეჭვის თვალით დაუწყეს ერთმანეთს ყურება. "ასეთი საიდუმლო რაღაც ცბიერება არის ჩვენში, ასეთი დაუნდობლობა ჩამოაგდეს... ეს წყალობა მოგვიტანეს ჩვენ რუსებმა, ამის მეტი სხვა სულ არაფერი"...



ჟურნალი ამირანი. 2003. ნომერი 8

ინსტიტუტის არქივიდან

ავტორ(ებ)ი: ქევინ თუითი, პაატა ბუხრაშვილი

ჩვენი ჟურნალის მკითხველი უკვე ინფორმირებულია იმის შესახებ, რომ 1997-2001 წლებში კავკასიოლოგიის საერთაშორისო სამეცნიერო კვლევითი საზოგადოებრივი ინსტიტუტი, მონრეალის (კანადა) უნივერსიტეტის პროფესორის, ბ-ნი ქევინ თუითის ხელმძღვანელობით ეთნოგრაფიული და ლინგვისტური მასალის მოსაპოვებლად სამუშაოებს ატარებდა საქართველოს მთიანეთში - ფშავ-ხევსურეთში, სვანეთში, რაჭაში. შეგროვდა დიდძალი აუდიო და ფოტო მასალა, რომლის გამოქვეყნებასაც ვიწყებთ ჩვენი ინსტიტუტის მოამბის - "ამირანის" ფურცლებზე.



Powered by bootstrapmade.com