ჟურნალი ამირანი. 2011. ნომერი 23 მულკ'ოს ტეიპის სულიერი ტერიტორია და ისტორია ავტორ(ებ)ი: სალავდი ჩადიევი |
ნაშრომში დეტალურადაა შესწავლილი ჩეჩნური ტეიპის, მულკ'ოს ისტორია |
ჟურნალი ამირანი. 2012. ნომერი 24 დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ისტორიულ-გეოგრაფიული და ეთნოკულტურული კუთვნილებისათვის ავტორ(ებ)ი: დავით მერკვილაძე |
საბჭოთა რუსეთის მიერ ამიერკავკასიის ოკუპაციის შემდეგ საქართველოს სსრ-სა და აზერბაიჯანის სსრ-ს შორის ახალი საზღვრების გავლების შედეგად დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ერთი ნაწილი (მონასტრები: ბერთუბანი, უდაბნო და ნაწილობრივ ჩიჩხიტური) აზერბაიჯანის მხარეს მოექცა. დღეს საზღვრის ეს მონაკვეთი არ არის დელიმიტიზირებული და ტერიტორია ამ სახელმწიფოებს შორის სადავოდ განიხილება. აზერბაიჯანის წარმომადგენლები აღნიშნულ მონასტრებს ალბანური კულტურის ძეგლებად აცხადებენ, რომელიც ქართველებს თითქოს მოგვიანებით (ერთი ვერსიით XII ს-ში, მეორეთი კი - XIX ს-ში) მიუთვისებიათ, თუმცა ამის დამადასტურებელი არც ერთი ისტორიული წყარო დასახელებული არ არის. |
ჟურნალი ამირანი. 2012. ნომერი 24 ავტორ(ებ)ი: რუსლან ცუმარიევი |
ნაშრომში დეტალურადაა აღწერილი ჩეჩნური ტაიპებისა და ტუკუმების ისტორია, მოცემულია მათი სრული სია. |
ჟურნალი ამირანი. 2012. ნომერი 24 სვანურ საწესო დღეობათა საწელიწადო კალენდარი ავტორ(ებ)ი: ლიდა ლიპარტელიანი |
მიუხედავად იმისა რომ, მრავალი ტრადიაცია და წეს-ჩვეულება მამა-პაპათაგან შემონახული, დავიწყებას მიეცა საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში, მაინც შემორჩა ყოფას წარსული, ის წესი და ადათი, რასაც ჩვენი წინაპარი აკეთებდა, რისიც სწამდა მას და სჯეროდა. მართალია, ბევრი მათგანი სახეშეცვლილი და დროს მორგებულია, ბევრიც სამწუხაროდ დაკნინებული, მაგრამ ის მაინც არსებობს და აგრძელებს სიცოცხლეს ყველაფერ ქართულში. საქართველოს კუთხეები, თითქოს ერთმანეთისგან განსხვავებული თავიანთი ცხოვრების წესით, კულტურით, ენით, დიალექტით, ბუნებით, ერთიანი ჯაჭვია და მთლიან საქართველოს სახეს და ხასიათს, რწმენას, წარმოაჩენს. |