კვლევა

ჟურნალი ამირანი. 2009. ნომერი 21

სიმბოლოები ქართულ ჰერალდიკასა და სამედალიონო ხელოვნებაში

ავტორ(ებ)ი: ნათია უღრელიძე

კაცობრიობის დასაბამიდან ადამიანი ქმნის კერპებს, ღმერთებს და სიმბოლოებს. ეს უკანასკნელი ჭეშმარიტი ხელოვნების ნიმუშებს წარმოადგენენ. შეიძლება ითქვას ჩნდება სიმბოლიკის ისტორია. რისი მაგალითიც დღემდე უხვად არის შემორჩენილი მსოფლიოს სხვადასხვა ძველ ქვეყნებში. ეგვიპტელებმა, ბაბილონელებმა, ფინიკიელებმა, ინდიელებმა, სპარსელებმა, ბერძნებმა, ქართველებმა და სხვა ერებმა შექმნეს უმნიშვნელოვანესი კულტურის ნაწარმოებები, როგორც ლიტერატურაში, ისე მუსიკასა და სახვით ხელოვნებაში.



ჟურნალი ამირანი. 2016. ნომერი 28

ოქონის ხატი მოსკოვის თოფხანიდან

ავტორ(ებ)ი: ნინო დიდებაშვილი

წარმოდგენილი ნაშრომის მიზანი გახლავთ, აქამდე სამეცნიერო საზოგადოებისათვის უცნობი საისტორიო წყაროს მიმოქცევაში შემოტანა. საქმე ეხება რუსეთში, კერძოდ კი კრემლის თოფხანაში დაცულ აქამდე შეუსწავლელ, მეფე არჩილ II -ის (1647-1713) შეკვეთით დამზადებულ ხატს.
როგორც ეს ხატზე განთავსებული დამათარიღებელი წარწერიდან დგინდება, აღნიშნული "გულსაკიდი" ხატი, "ცხოვლის მყოფელი ოქონის ხატის" სახელზეა შესრულებული; ჩემთვის, როგორც ისტორიკოსისათვის, მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს აღნიშნული წარწერა და თარიღი. მისი აღწერა და ანალიზი დამატებით ცნობებს მოგვცემს გვიანი შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის საკითხებით დაინტერესებულ მკვლევარებს და დღის სინათლეზე გამოიტანს ამ პერიოდში მოღვაწე ქართველი მეფის მემკვიდრეობის, ამ დრომდე შეუსწავლელ, ერთ უცნობ მონაკვეთს.



ჟურნალი ამირანი. 2014. ნომერი 25

ცეკვა "ხორუმის" თავისებურებანი

ავტორ(ებ)ი: ლარისა ჩხეიძე

ძირძველი საბრძოლო ცეკვა "ხორუმი" გამოირჩევა მრავალი ეროვნული ცეკვებიდან უნიკალურია, დამახასიათებელი მოძრაობებით, შესრულებითა და ფორმით, რომელიც დრამატურგიას შეიცავს. იგი ძველ სანახაობა "სახიობას" გვაგონებს. მის ილეთებში ქართველი მეომრების ცნობიერებაა ასახული. ცეკვა მაყურებელზე ძლიერად მოქმედებს. პროფესიონალურ სცენაზე შეყვანილია სანდრო ახმეტელის მიერ დრამატულ სპექტაკლ "თეთნულდში", და ვახტანგ ჭაბუკინის ბალეტში "მთების გული". ცეკვაში სიმეტრიის კანონებია ასახული. საინტერესოა მისი შედარება ბერძნული ძველი საბრძოლო ცეკვა "პირიხი"-სთან და ანალოგიური ზემოგმედების მატარებელ სხვა მუსიკალურ ნაწარმოებებთან, როგორიცაა: რაველის "ბოლერო", შოსტაკოვიჩის "მე-7 სიმფონია", პროკოფიევის კანტატა "ალექსანდრე ნეველი" და სხვ.



ჟურნალი ამირანი. 2014. ნომერი 25

სატრფიალო საცეკვაო სიმღერა ”ქართული”, როგორც საქართველოს სულიერების სიმბოლო

ავტორ(ებ)ი: ლარისა ჩხეიძე

სატრფიალო ცეკვა ”ქართული” - საქართველოს სულიერების სიმბოლოა, ხალხური ქორეოგრაფიის მშვენება და სიამაყე. იგი შეიქმნა ჯერ კიდევ უძველეს ხანაში. ცეკვაში გამოხატულია ქალის გრაციოზულობა და ვაჟის რაინდული სული. ცეკვის პლასტიკაში პოეტურად ამღერებულია ქალ-ვაჟის ურთიერთდამოკიდებულება, გრძნობების სიწრფელე და სისადავე. ცეკვაში სრულყოფილად ჩანს ქართველი ერის ტრადიცია, დახვეწილი კულტურა და ეთნოფსიქოლოგია.