|
ჟურნალი ამირანი. 2012. ნომერი 24 რიტმი და საცეკვაო პლასტიკა ფიროსმანის შემოქმედებაში ავტორ(ებ)ი: ლარისა ჩხეიძე |
ნიკო ფიროსმანი ფენომენალური მოვლენაა ქართულ და მსოფლიო ფერწერაში. იგი პლასტიკური ნახაზებითა და რიტმულად დადებული მონასმებით ემოციურ განწყობასა და რიტმს ქმნის. მის სურათებში ნათლად მჟღავნდება საინტერესო მოვლენები: ფერადოვანი, მუსიკალური და საცეკვაო რიტმი და პლასტიკა; მუსიკოსებისა და მუსიკალური საკრავების ჩვენება; ასევე ცეკვებისა და მოცეკვავეების წარმოსახვა... პერსონაჟების მოძრაობა პლასტიკურია, ცეკვადია, და ფერხულს მოგვაგონებს. ინტერესს იწვევს სურათებში ასახული ცეკვებიც: კინტოური, ქართული, ქალის და კაცის სოლო ლეკური, ბაღდადური და ა.შ. |
|
ჟურნალი ამირანი. 2012. ნომერი 24 ასურელ მამათა სახე ბრეთის კედლის მხატვრობაში ავტორ(ებ)ი: თეა კობახიძე |
მამა პიროსის ეკლესიის ვიზუალური სახე XX ს ბოლოს სავალალოდ იკითხებოდა. ჩამოქცეული იყო სახურავი, აფსიდის თაღი, დაზიანებული და დარღვეული კედლების პერანგი, აღარ არსებობდა იატაკი, ეკლესიის ინტერიერი მიწითა და ქვით იყო სავსე. ბნელ და ჩახერგილ საყდარში შესვლაც კი შეუძლებელი იყო. ბევრს ვერც წარმოედგინა რომ წმიდა გიორგის ტაძრის ჩრდილოეთით მიდგმული ეს "ბნელი სათავსი" დიდი პიროს ბრეთელის მესიანური ღვაწლის მადასტურებელი უძველესი ეკლესია იყო.
|
|
ჟურნალი ამირანი. 2012. ნომერი 24 ერთი ქართული იკონოგრაფიული მოტივის თაობაზე ავტორ(ებ)ი: პაატა ბუხრაშვილი |
შუა საუკუნეების საქართველოში ჩამოყალიბებული და განვითარებული იყო ქართული ქრისტიანობა, რომელიც ამ დროს ეროვნული იდეოლოგია იყო. მიჩნეულია, რომ იმ ეპოქაში, ჩვენში, რელიგიური და ეროვნული იდეალები განცალკევებულად არ არსებობდა. ქართული ქრისტიანობის თავისებურების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია წმინდა მხედრების, განსაკუთრებით კი წმინდა გიორგის კულტი, რომელიც, საქართველოში, ოფიციალური ეკლესიის წიაღშივე მე-9 საუკუნიდან იწყებს გაძლიერებას და გარკვეულწილად, დაკავშირებული იყო ფეოდალური მონარქიის აღმავლობასთან და სამხედრო სულის განმტკიცებასთან. |
|
ჟურნალი ამირანი. 2011. ნომერი 23 ბიჭვინთის აბსიდის მოზაიკის სემანტიკის შესწავლისათვის ავტორ(ებ)ი: ქეთევან დიღმელაშვილი |
დღიდან ბიჭვინთის მოზაიკის აღმოჩენისა ინტერესი მისდამი არ განელებულა. არაერთმა მეცნიერმა აღნიშნულ მოზაიკაზე მუშაობისას სცადა როგორც მისი თარიღის განსაზღვრა, ისე მხატვრულ-სტილისტური ანალიზი. ლ. მაცულევიჩის, ვ. ლექვინაძის, ი. ციციშვილის, ლ. შერვაშიძის, რ. რამიშვილისა და სხვათა კვლევების შედეგად მოზაიკის თარიღად მიჩენულ იქნა IV ს. I ნახევრიდან მოყოლებული ვიდრე VI საუკუნემდე პერიოდი. |