|
ჟურნალი ამირანი. 2007. ნომერი 17 სატაძრო მშენებლობის დასაწყისი ზედაზნისა და შიომღვიმის მონასტრებში ავტორ(ებ)ი: დავით მერკვილაძე |
ასურელ მამათა მოღვაწეობის შედეგად საქართველოში არაერთი სამონასტრო ცენტრი აღმოცენდა და უკლებლივ ყველა მათგანი დამშვენებულია სხვადასხვა დროის შენობა-ნაგებობათა კომპლექსით, რომელთა შორის უმნიშვნელოვანესი ადგილი, რასაკვირველია, უკავია ღვთისმსახურების აღსასრულებელ ნაგებობებს. ჩვენს მოხსენება შეეხება ზედაზნისა და შიომღვიმის მონასტრებში სატაძრო აღმშენებლობის დასაწყისთან დაკავშირებულ საკითხებს. |
|
ჟურნალი ამირანი. 2006. ნომერი 16 ქართული დაზგური ფერწერის ნოვატორი დღევანდელი გადასახედიდან ავტორ(ებ)ი: ნინო მიქავა |
თავისუფლების გზით მიმავალმა ქვეყანამ, ქართული ფერწერის ისტორია დღეს ახლებურად უნდა შეაფასოს. ახლა სწორედ ის ჟამია, როცა უნდა დავივიწყოთ, რომ ვიღაც კომუნისტური რეგალიებით სარგებლობდა და თითოეული მხატვარი უნდა შეფასდეს არა კომუნისტური იარლიყებით, არამედ მხატვრული შემოქმედებით. |
|
ჟურნალი ამირანი. 2006. ნომერი 14 ფიტარეთის ერთი რელიეფური გამოსახულების შესახებ ავტორ(ებ)ი: თამარ ყაჭეიშვილი |
ქართული სკულპტურის ისტორია, ფაქტიურად რელიეფური ქანდაკების ისტორიაა. ჩვენში შემონახულია ამ დარგის თითქმის ყველა სახეობის ნიმუშები - ხეზე, ქვაზე, ლითონზე ნაკვეთი რელიეფები.
|
|
ჟურნალი ამირანი. 2006. ნომერი 14 ავტორ(ებ)ი: თამარ ყაჭეიშვილი |
წმ. სვიმეონ მესვეტე, აღმოსავლეთის საქრისტიანოს ასკეტური მოძრაობის ერთ-ერთი ფუძემდებელთაგანი, ქართულ მართლმადიდებლურ სივრცეში უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს. ამის დასტური ის მრავალი სახვითი მასალაცაა, რომელიც წმ. მესვეტისადმია მიძღვნილი. |