|
ჟურნალი ამირანი. 2009. ნომერი 21 ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სათავეებთან ავტორ(ებ)ი: ეთერ ბოკელავაძე |
ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესია მსოფლიოს უძველეს მართლმადიდებლურ ეკლესიათა რიცხვს განეკუთვნება. ქრისტიანული ეკლესიის ფორმირება თანამედროვე ალბანეთის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ადრე შუასაუკუნეებიდან დაიწყო, თუმცა ისტორიული კატაკლიზმების შედეგად, მისი თვითმოწესეობის დაკანონება მხოლოდ გასული საუკუნის 20-ან წლებში, ბერატის საეკლესიო კრების (1922 წ.) დადგენილებათა საფუძველზე იქნა მიღწეული. თანამედროვე ეტაპზე კი, ალბანეთის ეკლესიას მართლმადიდებლურ დიპტიხში მეცამეტე ადგილი აქვს მინიჭებული პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შემდეგ. |
|
ჟურნალი ამირანი. 2009. ნომერი 21 საბჭოთა რუსეთის საოკუპაციო ჯარები ქუთაისის მაზრაში 1921 წელს ავტორ(ებ)ი: ნინო ვაშაყმაძე |
მარქსისტული მეთოდოლოგიისა და საბჭოთა იდეოლოგიური წნეხისგან განთავისუფლების შემდეგ ქართულ ისტორიოგრაფიაში მრავალი ნაშრომი შეიქმნა ისტორიის ე.წ. "თეთრი ლაქების" შესავსებად, მოვლენების გაანალიზებისას ტენდენციურობისაგან თავისუფალი, ობიექტური სურათის დასახატად. არსებული პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს გამოკვლევები, რომლებიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-21 წწ.) დაპყრობას უცხო ძალის მიერ ქართული სახელმწიფოებრიობის მოსპობას ეხება. ეს საკითხი ქართულ ისტორიოგრაფიაში სხვადასხვა კუთხით და საკმაოდ ფართო სპექტრით არის განხილული. ჩვენი ყურადღება მიიპყრო ერთ კონკრეტულ რეგიონში, ქუთაისის მაზრაში ბოლშევიკური რუსეთის ჯარების შემოსვლის შემდეგ პოლიტიკური სისტემის შეცვლის პირველ დღეებში არსებულმა ვითარებამ, საოკუპაციო ჯარების ქმედებებმა და მათმა ურთიერთობამ ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებთან — რევკომებთან. |
|
ჟურნალი ამირანი. 2009. ნომერი 21 სოციალიზმის იდეა არჩილ ჯორჯაძესთან 1905-1907 წლებში ავტორ(ებ)ი: მაია გოგიბერიძე |
სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია ჩამოყალიბდა XIX-XX სს. მიჯნაზე. ეს ის პერიოდია, როცა საგრძნობლად დაჩქარდა კაპიტალიზმის განვითარება და ამის შედეგად საგრძნობი ცვლილებები მოხდა საქართველოს ეკონომიკაში, შესაბამისად მოსახლეობის სოციალურ სტრუქტურაში, კლასთა ურთიერთობასა და საზოგადოებრივ აზროვნებაში. 1905-1907 წლების რევოლუციების ხანაში სოციალისტ-ფედერალისტებმა გაცილებით მეტი ყურადღება მიაქციეს მუშათა საკითხს, მაღალი შეფასება მისცეს პროლეტარიატის ბრძოლას პოლიტიკური და სოციალური თავისუფლების მოპოვებისათვის. |
|
ჟურნალი ამირანი. 2009. ნომერი 21 გერმანია 1914 წლის ქართული პრესის ფურცლებზე ავტორ(ებ)ი: მაია მაჭავარიანი |
ჩვენი კვლევის ობიექტი — არის შეფასება 1914 წლის ქართული პრესის იმ მასალებისა, რომლებშიც გაშუქებულია I მსოფლიო ომის საწყის ეტაპზე გერმანიის, როგორც ომის ერთ-ერთი წამომწყები ქვეყნის ისტორიული წარსული, მიმდინარე პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, სამხედრო მდგომარეობა და მათგან გამომდინარე საერთაშორისო პროცესები. ამ შეფასებებზე დაყრდნობით თავად ქართული პრესის ანალიზი და მისი გავლენა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. |