ჟურნალი ამირანი. 2006. ნომერი 14 "ბუნებით ღმერთი" და "მადლით ღმერთქმნილი" ავტორ(ებ)ი: ლია წერეთელი |
დავით აღმაშენებლის გარდაცვალებას "ცხორებაი მეფეთ-მეფისა დავითისი" ურთიერთდაპირისპირებული დრო-ჟამით ხატავს ამქვეყნიური, წარმავალი, წუთისოფლისეული და მარადიული, უკვდავი, სიკვდილის შემდგომი სამყოფი. მემატიანე აგიოგრაფიული ხატწერის კანონიკით აღწერს მეფის გარდაცვალებას და სასუფეველში დამკვიდრებას. |
ჟურნალი ამირანი. 2006. ნომერი 14 ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის ბიოგრაფიისათვის ავტორ(ებ)ი: ლევან ურუშაძე |
2005 წელი მეტად ფასეული იყო ქართული ეროვნული ცნობიერებისა და სულისკვეთების განმტკიცებისათვის, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ეროვნული სახელმწიფოებრიობის განვითარებისათვის. მხედველობაში გვაქვს გამოჩენილი ქართველი სამხედრო და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს ეროვნული გმირის, 1921-1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღიარებული ლიდერის, პოლკოვნიკ ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის (1888-1930) სამშობლოში გადმოსვენება. |
ჟურნალი ამირანი. 2006. ნომერი 14 საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და ეროვნული ძალების მოსვლა ქვეყნის სათავეში ავტორ(ებ)ი: მაკა ქირიკაშვილი |
ქართველ ერს მრავალათასწლოვან ისტორიის მანძილზე უხდებოდა ბრძოლა ურიცხვ დამპყრობელთა წინააღმდეგ და არაერთხელ დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ მისი, როგორც ერის არსებობის ყოფნა-არყოფნის საკითხი, მაგრამ უმძიმესი გაჭირვების ჟამიდან ხსნას ყოველთვის ახერხებდა. |
ჟურნალი ამირანი. 2006. ნომერი 14 საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი ავტორ(ებ)ი: დოკუმენტი |
1990 წლის 28 ოქტომბრის მრავალპარტიული, დემოკრატიული გზით არჩეული საქართველოს უზანაესი საბჭო, ეყრდნობა რა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმით გამოხატული საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვან ნებას, ადგენს და საქვეყნოდ აცხადებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე. |