ჟურნალი ამირანი. 2006. ნომერი 16 ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა საქართველოს სოფელში 1905-1907 წლების რევოლუციის პერიოდში ავტორ(ებ)ი: ლერი მირიანაშვილი |
თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა ქართველი ხალხის მიერ განვლილი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ერთერთი მთავარი ძარღვია. სხვადასხვა ჯურის დამპყრობთა წინააღმდეგ ხალხის დაუმორჩილებლობის საპროტესტო გამოსვლები ყოველთვის ეროვნულ ხასიათს ატარებდა. |
ჟურნალი ამირანი. 2007. ნომერი 17 რომის კავკასიური პოლიტიკა (ძვ. წ. I ს-ის 70-ანი - ახ. წ. I ს-ის 50-ანი წლები) ავტორ(ებ)ი: თემურ თოდუა |
კავკასიამ რომაელთა ყურადღება ჯერ კიდევ ძვ. წ. I ს-ის 70-ან წლებში მიიპყრო, როდესაც ლუკულუსის ლეგიონერები არმენიაში შეიჭრნენ. ძვ. წ. 56 წ. რომაელებმა ტიგრანაკერტთან ბრძოლაში სასტიკად დაამარცხეს არმენები და ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილსაც დაეუფლნენ. მაგრამ ლუკულუსი აქ დიდხანს არ დარჩენილა. მალე, ძვ. წ. 66 წ. მან არმენია დატოვა და რომის არმიის მეთაურობაც დაკარგა. |
ჟურნალი ამირანი. 2007. ნომერი 17 ქართული მილიცია XIX საუკუნის 70-80-იან წლებში ავტორ(ებ)ი: ხათუნა თოდაძე |
XIX საუკუნის 70-იან წლებში აღმოსავლეთი კვლავ მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა. ინგლისი ისევ ეწინააღმდეგებოდა რუსეთის მიერ ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების ხელში ჩაგდების ცდებს. ავსტრია-უნგრეთს რუსეთის ბალკანეთზე გაბატონება აშინებდა. გერმანია კი აღმოსავლეთის საკითხის გამწვავებას უწყობდა ხელს, ცენტრალურ ევროპაში თავისუფლად რომ ემოქმედა. |
ჟურნალი ამირანი. 2007. ნომერი 17 ბოსფორისა და დარდანელის საკითხი 1914 წლის ქართულ პრესაში ავტორ(ებ)ი: მაია მაჭავარიანი |
მთავარი საკითხი, რომელიც ქართველ ხალხს I მსოფლიო ომის დაწყებისთანავე აწუხებდა, იყო ოსმალეთის პოზიცია - ჩაებმებოდა თუ არა იგი ომში. აქედან გამომდინარე, მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური და ჟანრობრივი მიმართულებისა, ამ პერიოდში გამომავალი ყველა ჟურნალ-გაზეთი, ითვალისწნებდა რა ქართველი ხალხის განსაკუთრებულ ინტერესს, საქართველოს უახლოესი მეზობლისა და ისტორიული მოწინააღმდეგის - ოსმალეთის მიმართ I მსოფლიო ომში მის ჩაბმამდე და ჩაბმის შემდეგ, ცდილობდა ფართოდ გაეშუქებინა და ოპერატიულად მიეწოდებინა მკითხველისთვის ყველა სახის ცნობები ოსმალეთის პოლიტიკურ-სამხედრო-ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის შესახებ. |