კვლევა

ჟურნალი ამირანი. 2011. ნომერი 23

ბათუმის ოლქი უმძიმეს 1920-1921 წლებში

ავტორ(ებ)ი: ოთარ გოგოლიშვილი

1920 წლის 30 აპრილს საქართველოს ბოლშევიკების იატაკქვეშეთის ცენტრი მოსკოვს ატყობინებდა: "ბათუმიდან ინგლისელები მიდიან და ქალაქს გადასცემენ მენშევიკებს, მაგრამ ბათუმის პროლეტარიატი მენშევიკების მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდებას არ დაუშვებს. ამისათვის მას საკმარისი საშუალება გააჩნია. ჩვენ ამაში დარწმუნებული ვართ. მაგრამ თუ თავის დროზე ჩვენი ნაწილები (ლაპარაკია რუსეთის წითელი არმიის ნაწილებზე) არ დაიკავებენ სოხუმსა და ფოთს, ბათუმში საბჭოთა ხელისუფლება დიდხანს ვერ გაძლებს. ამიტომ სასწრაფოდ აცნობეს ამის შესახებ შავიზღვისპირეთის წითელი ჯგუფის სარდლობას".



ჟურნალი ამირანი. 2011. ნომერი 23

ქართლის მოქცევის თარიღის გამომკვეთი

ავტორ(ებ)ი: საბა სალუაშვილი

ქრისტიანულ სამყაროში საქართველო ის ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად აღიარა. შესაბამის წყაროთა შედარებითი მრავალფეროვნების მიუხედავად, სამწუხაროდ, იმის თაობაზე, თუ როდის მოხდა ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა, ქართულ ისტორიოგრაფიაში მკვეთრად გამოყოფილი და შეჯერებული აზრი არ არსებობს. წინამდებარე გამოკვლევაში, ამ საკითხთან მიმართებაში ქართულ, ბერძნულ და სომხურ წყაროებში არსებულ რამდენიმე კონკრეტულ ფაქტზე დაყრდნობით გვინდა ავაგოთ ჩვენი მსჯელობა.



ჟურნალი ამირანი. 2010. ნომერი 22

საქართველოში რუსეთის აგრესიის ქრონოლოგია

ავტორ(ებ)ი: დოკუმენტი

საქართველოს მთავრობა იწვევს საერთაშორისო თანამეგობრობასა და ჟურნალისტებს, რათა გადაამოწმონ დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია.



ჟურნალი ამირანი. 2010. ნომერი 22

ოსტროვიცელი კონსტანტინე მიხეილის ძის "იანიჩარის ჩანაწერები" ტრაპიზონის იმპერიის და საქართველოს შესახებ

ავტორ(ებ)ი: ლევან ურუშაძე

განსახილველი უსათაურო თხზულების პოლონური თარგმანი 1823 წელს პოლონეთში, ქ. ბერდიჩევის კათოლიკურ ეკლესიაში აღმოაჩინა ა. გალენზოვსკიმ. მასვე ეკუთვნის ამ ჟამთააღმწერლობითი ხასიათის თხზულების სახელწოდებაც - "იანიჩარის ჩანაწერები". გალენზოვსკიმ თხზულება გამოაქვეყნა 1828 წელს და იგი ჩათვალა ერთ-ერთ უძველეს პოლონურ პროზაულ ნაწარმოებად. მოგვიანებით, 1851 წელს, პოლონელმა მკვლევარმა ვ. მაცეხოვსკიმ, ტექსტის უფრო გულდასმით გაცნობის შემდეგ, ჯერ კიდევ 1565 წელს გამოცემულ ჩეხურ თარგმანზე დაყრდნობით, მიუთითა "იანიჩარის ჩანაწერების" სერბულ წარმომავლობაზე.