ჟურნალი ამირანი. 2008. ნომერი 19 ქრისტეფორე რაჭველიშვილის ბიოგრაფიისათვის ავტორ(ებ)ი: ლევან ურუშაძე |
ქართველი საზოგადოებისათვის კარგად არის ცნობილი 1937 წელს კომუნისტური რეჟიმის მიერ დახვრეტილი თვალსაჩინო მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ქრისტეფორე რაჭველიშვილის (1894-1937) სახელი. მას იცნობენ, როგორც შესანიშნავ ისტორიკოსსა და ფილოლოგს, ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიისა და ქართული ლიტერატურის ისტორიის საკითხებზე შექმნილი შესანიშნავი ნაშრომების ავტორს, ნიჭიერ პუბლიცისტს და ქართული საზოგადოებრივი აზრის ისტორიის მკვლევარს. |
ჟურნალი ამირანი. 2008. ნომერი 19 ბარბარე ყიფიანის კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობისათვის 1910-იანი წლების პირველ ნახევარში ავტორ(ებ)ი: ლევან ურუშაძე |
1900-იანი წლების მეორე ნახევრიდან ბელგიაში ფართო სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო მოღვაწე, დიდი მამულიშვილის დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილი ბარბარე ყიფიანი (1879-1965), რომლის მამა, ცნობილი კულტუროლოგი, პუბლიცისტი და კრიტიკოსი ნიკოლოზ ყიფიანი (1846-1905) 1890-1905 წლებში ბრიუსელის უნივერსიტეტის სიტყვიერების პროფესორი იყო. |
ჟურნალი ამირანი. 2008. ნომერი 19 ექიმი დავით დიმიტრის ძე მგელაძე ავტორ(ებ)ი: მარინე ბულეიშვილი |
ისეთ ღვაწლმოსილ და კეთილშობილ პიროვნებათა ხსოვნა, როგორიც იყო ექიმი დავით დიმიტრის ძე მგელაძე, არ უნდა წაიშალოს საზოგადოების მეხსიერებიდან.
|
ჟურნალი ამირანი. 2008. ნომერი 19 ზვიად გამსახურდია (შტრიხები პოლიტიკური პორტრეტისათვის) ავტორ(ებ)ი: მიხეილ ქართველიშვილი |
<საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში თავისი დაძაბულობითა და დრამატიზმით გამორჩეული ადგილი უჭირავს XX საუკუნეს. მრავლისმეტყველია თუნდაც ის ფაქტი, რომ სწორედ ამ ასწლეულში ქართველმა ერმა ორჯერ (1918 და 1991 წელს) შეძლო დაკარგული დამოუკიდებლობის აღდგენა. ორჯერ შეგვეძლო მსოფლიო საზოგადოებაში კუთვნილი ღირსეული ადგილის დაკავება, მაგრამ ორივე შემთხვევაში გარე და შიდა მხარეების ერთობლივი ძალისხმევით ეს შანსი სამწუხაროდ დავკარგეთ./p> |