კვლევა

ჟურნალი ამირანი. 2008. ნომერი 19

1978 წლის 14 აპრილი

ავტორ(ებ)ი: დოკუმენტი

30 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს, ქართველმა ერმა აიძულა ადგილობრივი მარიონეტული და საკავშირო ხელისუფლება დათმობაზე წასულიყო და კონსტიტუციაში დაეტოვებინა მუხლი სახელმწიფო ენის შესახებ.
მუხედავად კონსტიტუციის საბჭოური ხასიათისა, მასში ქართული ენა, საქართველოს ტერიტორიაზე, კვლავ ინარჩუნებდა სახელმწიფო ენის სტატუსს.
ყოველ 14 აპრილს ქართველი ერი დედაენის დღეს აღნიშნავს.



ჟურნალი ამირანი. 2008. ნომერი 20

დედის - ნინოს - სახე ქართული ერთობის ისტორიულ მეხსიერებაში და მეფე მირიანის რელიგიური რეფორმა

ავტორ(ებ)ი: მარიამ ჩხარტიშვილი

ნაშრომი შეეხება მეფე მირიანის მოღვაწეობას მიმართულს ქართული სახელმწიფოს ოფიციალური კულტის რეფორმირებისაკენ. ამ პროცესში მირიანის მიერ მომზადდა ფაქტობრივად სამი პროექტი.
პირველი მათგანი ქართული წარმართული პანთეონის სისტემატიზებას ისახავდა მიზნად. ამ პროექტის ცენტრალური ფიგურას ღვთაება არმაზი წარმოადგენდა. რეფორმა წინასწარ კარგად მოფიქრებული ჩანს, თუმც, თუ მხედველობაში მივიღებთ ქართული წარმართული პანთეონის ეკლექტურობას, აღნიშნულ პროექტს დიდი პერსპექტივა არ უნდა ჰქონოდა.



ჟურნალი ამირანი. 2008. ნომერი 20

დავით გარეჯელი და დავით უძლეველი

ავტორ(ებ)ი: დავით მერკვილაძე

მას შემდეგ, რაც კ. კეკელიძემ ასურელი მამები ბიზანტიის იმპერიის აზიურ პროვინციებში, და მათ შორის სირიაში, მონოფიზიტთა დევნის შედეგად საქართველოში სხვადასხვა დროს დაბრუნებულ მონოფიზიტ ქართველებად წარმოაჩინა, ეს ვერსია თავისებურად შეავსო შ. ნუცუბიძემ. მან ასურელ მამებში პეტრე იბერის მიერ სირიაში დაარსებული რელიგიურ-ფილოსოფიური სკოლის ქართველი წარმომადგენლები დაინახა, რომელნიც, მისი აზრით, ამ "სირიული ქართული სკოლის" გაუქმების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულან. "ქართველები სირიიდან" - ასე უწოდებს ამ მოღვაწეებს ავტორი.



ჟურნალი ამირანი. 2008. ნომერი 20

სამონასტრო ინსტიტიუტის აღმავლობის რელიგიურ-პოლიტიკური წინაპირობები მართლმადიდებლურ სამყაროში და საქართველოში

ავტორ(ებ)ი: თეა კობახიძე

მონასტერი ძლიერი რელიგიური ორგანიზაციაა. იგი სრულყოფის უსასრულო გზაა და აღემატება ქრისტიანული საზოგადოების საერთო დონეს. მონასტერი ე. წ. უმაღლესი სკოლაა, რომელიც ჭეშმარიტ ქრისტიანებს აყალიბებს. იმ ქრისტიანებს, რომელთაც დიდი იოანე კრონშტადტელი "ღმრთის ჭურჭელს, ღმრთის ტაძარს და ღმრთის სახლს" უწოდებს.



Powered by bootstrapmade.com