|
ჟურნალი ამირანი. 2008. ნომერი 20 ავტორ(ებ)ი: ლევან ურუშაძე |
ევროპის ახალ და უახლეს ისტორიაში მეტად მნიშვნელოვან, არც თუ იშვიათად კი, გადამწყვეტ როლს ასრულებდნენ ამა თუ იმ ქვეყნის სპეცსამსახურები.
|
|
ჟურნალი ამირანი. 2008. ნომერი 20 ავტორ(ებ)ი: თეა კობახიძე |
მონასტერი ძლიერი რელიგიური ორგანიზაციაა. იგი სრულყოფის უსასრულო გზაა და აღემატება ქრისტიანული საზოგადოების საერთო დონეს. მონასტერი ე. წ. უმაღლესი სკოლაა, რომელიც ჭეშმარიტ ქრისტიანებს აყალიბებს. იმ ქრისტიანებს, რომელთაც დიდი იოანე კრონშტადტელი "ღმრთის ჭურჭელს, ღმრთის ტაძარს და ღმრთის სახლს" უწოდებს. |
|
ჟურნალი ამირანი. 2008. ნომერი 20 დავით გარეჯელი და დავით უძლეველი ავტორ(ებ)ი: დავით მერკვილაძე |
მას შემდეგ, რაც კ. კეკელიძემ ასურელი მამები ბიზანტიის იმპერიის აზიურ პროვინციებში, და მათ შორის სირიაში, მონოფიზიტთა დევნის შედეგად საქართველოში სხვადასხვა დროს დაბრუნებულ მონოფიზიტ ქართველებად წარმოაჩინა, ეს ვერსია თავისებურად შეავსო შ. ნუცუბიძემ. მან ასურელ მამებში პეტრე იბერის მიერ სირიაში დაარსებული რელიგიურ-ფილოსოფიური სკოლის ქართველი წარმომადგენლები დაინახა, რომელნიც, მისი აზრით, ამ "სირიული ქართული სკოლის" გაუქმების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულან. "ქართველები სირიიდან" - ასე უწოდებს ამ მოღვაწეებს ავტორი. |
|
ჟურნალი ამირანი. 2008. ნომერი 20 დედის - ნინოს - სახე ქართული ერთობის ისტორიულ მეხსიერებაში და მეფე მირიანის რელიგიური რეფორმა ავტორ(ებ)ი: მარიამ ჩხარტიშვილი |
ნაშრომი შეეხება მეფე მირიანის მოღვაწეობას მიმართულს ქართული სახელმწიფოს ოფიციალური კულტის რეფორმირებისაკენ. ამ პროცესში მირიანის მიერ მომზადდა ფაქტობრივად სამი პროექტი.
|