კვლევა

ჟურნალი ამირანი. 2010. ნომერი 22

ქართველებით დასახლებული სოფლის - ჰაირიეს ისტორიის საკითხისთვის

ავტორ(ებ)ი: ნინო ოქროსცვარიძე

აღნიშნული სოფლის დაარსების შესახებ, არსებობს ისტორიები, რომლებსაც ჰაირიეს მაცხოვრებლები ჰყვებიან. ეს ისტორიები უკვე საუკუნეზე მეტია გადაეცემა თაობიდან თაობას. მონათხრობები ოდნავ განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა ძირითადად ერთმანეთს ეთანხმება.



ჟურნალი ამირანი. 2010. ნომერი 22

ოსტროვიცელი კონსტანტინე მიხეილის ძის "იანიჩარის ჩანაწერები" ტრაპიზონის იმპერიის და საქართველოს შესახებ

ავტორ(ებ)ი: ლევან ურუშაძე

განსახილველი უსათაურო თხზულების პოლონური თარგმანი 1823 წელს პოლონეთში, ქ. ბერდიჩევის კათოლიკურ ეკლესიაში აღმოაჩინა ა. გალენზოვსკიმ. მასვე ეკუთვნის ამ ჟამთააღმწერლობითი ხასიათის თხზულების სახელწოდებაც - "იანიჩარის ჩანაწერები". გალენზოვსკიმ თხზულება გამოაქვეყნა 1828 წელს და იგი ჩათვალა ერთ-ერთ უძველეს პოლონურ პროზაულ ნაწარმოებად. მოგვიანებით, 1851 წელს, პოლონელმა მკვლევარმა ვ. მაცეხოვსკიმ, ტექსტის უფრო გულდასმით გაცნობის შემდეგ, ჯერ კიდევ 1565 წელს გამოცემულ ჩეხურ თარგმანზე დაყრდნობით, მიუთითა "იანიჩარის ჩანაწერების" სერბულ წარმომავლობაზე.



ჟურნალი ამირანი. 2010. ნომერი 22

საქართველოში რუსეთის აგრესიის ქრონოლოგია

ავტორ(ებ)ი: დოკუმენტი

საქართველოს მთავრობა იწვევს საერთაშორისო თანამეგობრობასა და ჟურნალისტებს, რათა გადაამოწმონ დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია.



ჟურნალი ამირანი. 2011. ნომერი 23

ქართლის მოქცევის თარიღის გამომკვეთი

ავტორ(ებ)ი: საბა სალუაშვილი

ქრისტიანულ სამყაროში საქართველო ის ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად აღიარა. შესაბამის წყაროთა შედარებითი მრავალფეროვნების მიუხედავად, სამწუხაროდ, იმის თაობაზე, თუ როდის მოხდა ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა, ქართულ ისტორიოგრაფიაში მკვეთრად გამოყოფილი და შეჯერებული აზრი არ არსებობს. წინამდებარე გამოკვლევაში, ამ საკითხთან მიმართებაში ქართულ, ბერძნულ და სომხურ წყაროებში არსებულ რამდენიმე კონკრეტულ ფაქტზე დაყრდნობით გვინდა ავაგოთ ჩვენი მსჯელობა.



Powered by bootstrapmade.com