კვლევა

ჟურნალი ამირანი. 2023. ნომერი 37

კიდევ ერთხელ "თურქი-მესხების" პრობლემის შესახებ

ავტორ(ებ)ი: უჩა ოქროპირიძე

ნაშრომში განხილულია 1991 წლის აგვისტოში "თურქი-მესხების" პრობლემის შესასწავლად ჩვენს მიერ მესხეთში სპეციალურად მოწყობილი ექსპედიციის, ამ პერიოდთან ახლოს აღნიშნულ საკითხზე გამოქვეყნებული პუბლიკაციების, ამასთან თანამედროვე მასალის საფუძველზე გაანალიზებული აღნიშნული პრობლემის წარმომშობი მიზეზები, მისი განვითარება და სამწუხარო შედეგები.



ჟურნალი ამირანი. 2023. ნომერი 37

ჩერქეზი მამლუქები ეგვიპტეში

ავტორ(ებ)ი: იაროსლავ პილიპჩუკი

ეს სტატია ეძღვნება მამლუქთა სახელმწიფოს ისტორიას ახლო აღმოსავლეთში, ჩერქეზთა დინასტიის ბატონობის პერიოდში. ჩერქეზ მამლუქ-ბურჯების ხელისუფლებაში მოსვლა განაპირობა ჭირის ეპიდემიამ, ოქროს ურდოს მოსახლეობის ისლამიზაციის გამო თურქი მონების ნაკადის შემცირებამ და მამლუქ-ყიფჩაკებს შორის შიდა დაპირისპირებამ.



ჟურნალი ამირანი. 2023. ნომერი 37

რუსეთის ფედერაციის "დენთის სარდაფი". ჩრდილო კავკასია XX საუკუნის მეორე ნახევარსა და XXI საუკუნის დასაწყისში

ავტორ(ებ)ი: იაროსლავ პილიპჩუკი

სტატია ეძღვნება ეთნიკურ ურთიერთობებს ჩრდილოეთ კავკასიაში XX საუკუნის მეორე ნახევარში და XXI საუკუნის დასაწყისში. ჩრდილო კავკასიის ყველაზე მშვიდი რეგიონები იყო ყარაჩაი-ჩერქეზეთი და ყაბარდო-ბალყარეთი. იყო მეტოქეობა ყარაჩაელებსა და ჩერქეზებს შორის, მაგრამ ის არასოდეს გადაზრდილა შეიარაღებულ დაპირისპირებაში.



ჟურნალი ამირანი. 2023. ნომერი 37

აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხები საქართველოს XX საუკუნის ისტორიაში

ავტორ(ებ)ი: იაროსლავ პილიპჩუკი

ეს სტატია ეძღვნება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ისტორიას XX-XXI საუკუნეებში. აფხაზურ-ქართული დაძაბულობა რეგიონში რუსეთის იმპერიის მოსვლამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა. ბევრი აფხაზის ოსმალეთის იმპერიაში გადასახლების შემდეგ აფხაზეთის მიტოვებული მიწებზე ქართველები დასახლდნენ.