კვლევა

ჟურნალი ამირანი. 2011. ნომერი 23

ბათუმის ოლქი უმძიმეს 1920-1921 წლებში

ავტორ(ებ)ი: ოთარ გოგოლიშვილი

1920 წლის 30 აპრილს საქართველოს ბოლშევიკების იატაკქვეშეთის ცენტრი მოსკოვს ატყობინებდა: "ბათუმიდან ინგლისელები მიდიან და ქალაქს გადასცემენ მენშევიკებს, მაგრამ ბათუმის პროლეტარიატი მენშევიკების მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდებას არ დაუშვებს. ამისათვის მას საკმარისი საშუალება გააჩნია. ჩვენ ამაში დარწმუნებული ვართ. მაგრამ თუ თავის დროზე ჩვენი ნაწილები (ლაპარაკია რუსეთის წითელი არმიის ნაწილებზე) არ დაიკავებენ სოხუმსა და ფოთს, ბათუმში საბჭოთა ხელისუფლება დიდხანს ვერ გაძლებს. ამიტომ სასწრაფოდ აცნობეს ამის შესახებ შავიზღვისპირეთის წითელი ჯგუფის სარდლობას".



ჟურნალი ამირანი. 2011. ნომერი 23

"ბათუმელი" ოსმან აქისქალიოღლუ-გოჩიტიძე

ავტორ(ებ)ი: ნინო ოქროსცვარიძე

თურქეთში, ინეგოლის რაიონში მრავალჯერადი მივლინების დროს, მრავალ საინტერესო ისტორიას წავაწყდი, უამრავი მათგანი უკავშირდება პიროვნებებს, რომლებმაც უცხო გარემოში სახელი გაითქვეს ქართული ვინაობის არდავიწყებით, რითაც შეინარჩუნეს ქართული სივრცე და ამით ხელი შეუშალეს ასიმილაციის პროცესს.



ჟურნალი ამირანი. 2011. ნომერი 23

"ჩემი სიმართლე ჩემი მტერია"

ავტორ(ებ)ი: მარიამ ომიაძე

ჟურნალისტ ნაზი შამანაურისა და მისი დედის, სარა ინაშვილ-შამანაურის დღემდე ბურუსით მოცული ისტორია XX ს.-ის 80-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ ქრონიკად რჩება. ამ ტრაგიკული ამბიდან 20 წელზე მეტი გავიდა, საქართველოში რამდენიმე მთავრობა შეიცვალა, დუშეთში იმ ქუჩას, სადაც გიჟად შერაცხული ჟურნალისტი ცხოვრობდა, ნაზი შამანაურის სახელიც დაარქვეს, თუმცა ამდენი წლის მერეც გაურკვეველია, რატომ გამოკეტეს ახალგაზრდა ქალი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.



ჟურნალი ამირანი. 2011. ნომერი 23

ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას სასამართლო პროცესის ისტორიისათვის

ავტორ(ებ)ი: უჩა ოქროპირიძე

1978 წლის მაისში გაიმართა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სასამართლო პროცესი, რომლის შესამზადებლად მუშაობა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში დიდი წვლილი შეიტანა, როგორც "ქართულმა წითელმა ინტელიგენციამ" და საბჭოთა სისტემის იდეოლოგიურმა სამსახურებმა, თუ ამ საქმიანობაში დახელოვნებულმა "სუკმა", ასევე აღნიშნული აქტიორების მიერ საღ აზრ გამოცლილმა, დაბეჩავებულმა ნებაწართმეულმა ე.წ. ქართულმა საზოგადოებამ.



Powered by bootstrapmade.com