|
ჟურნალი ამირანი. 2006. ნომერი 16 ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა საქართველოს სოფელში 1905-1907 წლების რევოლუციის პერიოდში ავტორ(ებ)ი: ლერი მირიანაშვილი |
თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა ქართველი ხალხის მიერ განვლილი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ერთერთი მთავარი ძარღვია. სხვადასხვა ჯურის დამპყრობთა წინააღმდეგ ხალხის დაუმორჩილებლობის საპროტესტო გამოსვლები ყოველთვის ეროვნულ ხასიათს ატარებდა. |
|
ჟურნალი ამირანი. 2006. ნომერი 16 უცნობი მონასტრის წესდების ერთი ტერმინის წაკითხვისათვის ავტორ(ებ)ი: ნინო თორთლაძე |
ქვემო ქართლის ერთ-ერთი მონასტრის ტიპიკონის ტექსტის ფრაგმენტი პირველად 1914 წ. გამოაქვეყნა სარგის კაკაბაძემ. ჩვენამდე საბუთმა სწორედ ამ გამოცემის სახით მოაღწია. ამავე გამოცემის მიხედვით ეს ძეგლი ხელმეორედ 1970 წ. დაბეჭდა ი. დოლიძემ. ხელნაწერი, რომელიც ძლიერ დაზიანებული ყოფილა, ს. კაკაბაძემ გამოაქვეყნა შეუცვლელად, იმ სახით, როგორც შეძლო მისი ამოკითხვა. |
|
ჟურნალი ამირანი. 2006. ნომერი 16 ასურელი მამები და სამონასტრო ორგანიზაცია საქართველოში ავტორ(ებ)ი: დავით მერკვილაძე |
ქართლის სამეფოში VI ს-ის 30-იან წლებში გამომგზავრებულმა ბერთა მცირე ჯგუფმა, რომელიც ქართულ სამწერლობო ტრადიციაში "ათცამეტი ასურელი მამის" სახელით არის ცნობილი, უაღრესად ღრმა კვალი დატოვა საქართველოს სულიერ და კულტურულ ცხოვრებაში. მათი თავდაუზოგავი გარჯა მიმართული იყო ქრისტიანული სარწმუნოების დანერგვისა და განმტკიცებისაკენ. |
|
ჟურნალი ამირანი. 2006. ნომერი 14 ავტორ(ებ)ი: დოკუმენტი |
2003 წლის 23 ნოემბრის მოვლენებისა და 2004 წლის 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, შეიქმნა რეალური წინაპირობა საქართველოში ეროვნული თანხმობის სასიცოცხლო იდეების განხორციელებისა, რისთვისაც, პირველად ამ 12 წლის განმავლობაში, მოხდა თანხვედრა ხალხის ნებისა და ხელისუფლების ნებისა. |