კვლევა

ჟურნალი ამირანი. 2006. ნომერი 14

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ბატონ ზვიად გამსახურდიას პრესკონფერენცია ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისათვის 1991 წლის 10 აპრილს

ავტორ(ებ)ი: დოკუმენტი

ეს ბატონ ზვიად გამსახურდიას პირველი პრესკონფერენცია იყო მას შემდეგ, რაც უზენაესმა საბჭომ მიიღო აქტი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ. გთავაზობთ საუბრის ძირითად მომენტებს.



ჟურნალი ამირანი. 2006. ნომერი 14

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი

ავტორ(ებ)ი: დოკუმენტი

1990 წლის 28 ოქტომბრის მრავალპარტიული, დემოკრატიული გზით არჩეული საქართველოს უზანაესი საბჭო, ეყრდნობა რა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმით გამოხატული საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვან ნებას, ადგენს და საქვეყნოდ აცხადებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე.



ჟურნალი ამირანი. 2006. ნომერი 14

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და ეროვნული ძალების მოსვლა ქვეყნის სათავეში

ავტორ(ებ)ი: მაკა ქირიკაშვილი

ქართველ ერს მრავალათასწლოვან ისტორიის მანძილზე უხდებოდა ბრძოლა ურიცხვ დამპყრობელთა წინააღმდეგ და არაერთხელ დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ მისი, როგორც ერის არსებობის ყოფნა-არყოფნის საკითხი, მაგრამ უმძიმესი გაჭირვების ჟამიდან ხსნას ყოველთვის ახერხებდა.



ჟურნალი ამირანი. 2006. ნომერი 14

ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის ბიოგრაფიისათვის

ავტორ(ებ)ი: ლევან ურუშაძე

2005 წელი მეტად ფასეული იყო ქართული ეროვნული ცნობიერებისა და სულისკვეთების განმტკიცებისათვის, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ეროვნული სახელმწიფოებრიობის განვითარებისათვის. მხედველობაში გვაქვს გამოჩენილი ქართველი სამხედრო და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს ეროვნული გმირის, 1921-1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღიარებული ლიდერის, პოლკოვნიკ ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის (1888-1930) სამშობლოში გადმოსვენება.