|
ჟურნალი ამირანი. 2005. ნომერი 13 სომეხთა ეროვნული საბჭოს საქმიანობის ასპექტები საქართველოში ავტორ(ებ)ი: ეკა კვაჭანტირაძე |
1917 წლის ოქტომბრის ბოლშევიკური კონტრრევოლუციური გადატრიალების შემდეგ უფლებამოსილება დაკარგა რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ დანიშნულმა ამიერკავკასიის სამხარეო ხელისუფლების ორგანომ – ამიერკავკასიის განსაკუთრებულმა კომიტეტმა (ოზაკომმა). სამხრეთ კავკასიის ეროვნულმა ძალებმა დაიწყეს ზრუნვა პოლიტიკური თავისუფლებისათვის, ლეგალური ხელისუფლების ორგანოების ფორმირებისათვის, რის გამოხატულებასაც ეროვნული საბჭოების შექმნა წარმოადგენდა. |
|
ჟურნალი ამირანი. 2005. ნომერი 13 კავკასიის ხალხთა ერთობის საკითხის ისტორიისათვის ავტორ(ებ)ი: ლევან ურუშაძე |
კავკასია ოდითგანვე წარმოადგენდა ერთიან, მონათესავე ტომებით (იბერიულ-კავკასიური ტომები) დასახლებულ გეოპოლიტიკურ რეგიონს. რად ღირს თუნდაც ის ფაქტი, რომ ქართულ საისტორიო-ჟამთაღმწერლობით თხზულებათა უპირველესი კრებული "ქართლის ცხოვრება" კავკასიის მოსახლე ტომებს მოიხსენიებს შემდეგი სახელებით: "კავკასნი", "შვილნი კავკასისნი", "ნათესავნი კავკასისნი", "ყოველნი კავკასიის ნათესავნი" და ა.შ. |
|
ჟურნალი ამირანი. 2005. ნომერი 13 უცხოური კაპიტალის როლი ფოთი-თბილისის რკინიგზის მშენებლობაში ავტორ(ებ)ი: ნინო ოთხოზორია |
საქართველოში რკინიგზის მშენებლობა სამრეწველო კაპიტალიზმის განვითარების მძლავრი ფაქტორი გახდა. XIX ს-ის 60-70 იან წლებში რუსეთის მმართველობამ ფოთი-თბილისის რკინიგზის მშენებლობის საკითხი დასვა. ამიერკავკასიაში რკინიგზის გაყვანა რუსეთს დიდ სარგებელს ჰპირდებოდა. რკინიგზით გაადვილდებოდა ჯარების სწრაფი გადაადგილება. რუსეთის არმიის მხედართმთავარი მიიჩნევდა, რომ რკინიგზის გახსნის შემდეგ შავიზღვისპირა გარნიზონი ორ ბატალიონამდე შემცირდებოდა. |
|
ჟურნალი ამირანი. 2005. ნომერი 13 ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის ძირითადი პრობლემები XX საუკუნის 20-იან წლებში ავტორ(ებ)ი: თორნიკე ღვინიანიძე |
საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ 1917 წლის 12 (25) მარტს აღიდგინა ისტორიული ავტოკეფალია, მაგრამ იმთავითვე პრობლემები შეექმნა სახელმწიფოსთან ურთიერთობაში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ რუსეთის დროებითმა მთავრობამ შეინარჩუნა საეკლესიო სფეროს მაკონტროლებელი ორგანო, ობერპროკურორის თანამდებობა, ამას მიემატა სარწმუნოების სამინისტროს შექმნა, რომელსაც ევალებოდა სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობათა მოწესრიგება. |