|
ჟურნალი ამირანი. 2005. ნომერი 13 ქართლ-კახეთი XVIII ს-ის 35-40-იან წლებში ავტორ(ებ)ი: ნანა სოლოღაშვილი |
1735 წლის 30 ივლისს ქართლ-კახეთი გათავისუფლდა ოსმალთა 12 წლიანი ბატონობისაგან, მაგრამ, ამავე წლის აგვისტოდან აღმოსავლეთ საქართველოში იწყება "ყიზილბაშობა". ამიერიდან ქართლ-კახეთის მმართველ პირებს ნიშნავდა არა ოსმალეთის, არამედ ირანის ხელისუფლება. ირანის შაჰი მმართველებად ან გამაჰმადიანებულ მეფეებს ნიშნავდა, ან ყიზილბაშ ხანებს. |
|
ჟურნალი ამირანი. 2005. ნომერი 13 ალავერდის სავანის დაარსების ისტორიიდან და მისი სახელწოდების მნიშვნელობისათვის ავტორ(ებ)ი: დავით მერკვილაძე |
ალავერდის წმ. გიორგის სალოცავი თავის ზებუნებრივი ძალით ძველთაგანვე განთქმული იყო მთელს საქართველოში. წმ. გიორგის ამ სალოცავს არც არაქრისტიანი თაყვანისმცემლები აკლდა კავკასიიის სხვადასხვა მხარიდან. ალავერდში დანაფიცი ყველანაირ პოლიტიკურ გარანტიასაც აღემატებოდა. საამისოდ ერთი საგულისხმო მაგალითის მოყვანა შეიძლება ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან... |
|
ჟურნალი ამირანი. 2005. ნომერი 13 ტამპლიერთა სასულიერო ორდენის განადგურების საიდუმლო და იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მოსახსენიებლები ავტორ(ებ)ი: თეა კობახიძე |
1095 წელს რომის პაპის, ურბან II-ის ბრძანებით დაწყებულიდა "ქრისტეს საფლავის დაცვის" ლოზუნგით წარმართული გრანდიოზული სამხედრო მსვლელობა, ჯვაროსნულ მოძრაობად იწოდება. ესაა მასშტაბური სამხედრო-საკოლონიზაციო მიგრაცია, რომელიც თითქმის 200 წელიწადს გაგრძელდა და ევრაზიის დიდი ნაწილის ტერიტორიული და პოლიტიკურ-ეკონომიკური მეტამორფოზა განაპირობა. |
|
ჟურნალი ამირანი. 2005. ნომერი 13 იმპერატორი ადრიანე და ბარ-კოხბას აჯანყება ავტორ(ებ)ი: ხათუნა პერტია |
ტრაიანეს გარდაცვალების შემდეგ (117 წ.) იმპერატორის ტახტი დაიკავა ადრიანემ. იგი შეუდგა იმპერატორის ხელისუფლების გაძლიერებას. ადრიანე დაადგა მშვიდობიანი საგარეო პოლიტიკის გზას და ეს მისი მხრიდან მეტად ჭკვიანური ნაბიჯი იყო, რადგანაც არსებული სიტუაცია სწორედ ამას მოითხოვდა: პროვინციებშია აჯანყების დაწყების საშიშროება იქმნებოდა, მახლობელ აღმოსავლეთში სიტუაცია დაძაბული იყო, არმია გადაღლილი და დემორალიზირებული და ასეთ პირობებში ფაქტიურად შეუძლებელი იყო ტრაიანეს ექსპანიონისტური პოლიტიკური კურსის გაგრძელება. |