ჟურნალი ამირანი. 2020. ნომერი 33 ხეთების წარმოდგენები სამყაროსა და ქვესკნელზე და პარალელები წინარე ქართულ რწმენა-წარმოდგენებთან ავტორ(ებ)ი: ნინო ჩარექიშვილი |
ანატოლიაში ძვ.წ. III-I ათასწლეულებში არაერთი დიდი თუ მცირე სახელმწიფო წარმოიშვა, მაგრამ სხვადასხვა პირობების გამო თანდათან გაქრნენ ისტორიის ასპარეზიდან. ამ ტერიტორიაზე პოლიტიკურად, ეკონომიკურად და კულტურულად უძველესი დროიდან დაწინაურდა ანატოლიის ცენტრალური ნაწილი, სადაც ჩამოყალიბდა სახელმწიფო, რომელიც უძლიერეს პოლიტიკურ ერთეულად იქცა არამარტო მცირე აზიაში, არამედ მთელს ახლო აღმოსავლეთში. |
ჟურნალი ამირანი. 2020. ნომერი 33 ყარაჩაელები და ბალყარები ჩრდილოეთ კავკასიის პოლიტიკაში ავტორ(ებ)ი: იაროსლავ პილიპჩუკი |
სტატია ეძღვნება ყარაჩაელთა და ბალყარელთა ისტორიას. ბალყარელთა და ყარაჩაელთა წინაპრები იყვნენ კავკასიელი ალანები, ბულგარები, ხაზარები და ყივჩაღები. ყარაჩაელები ცხოვრობდნენ როგორც ბაქსანში, ისე ყუბანში. ყუბანში განსახლება მოხდა მე-17 საუკუნის შუა წლებში. |
ჟურნალი ამირანი. 2020. ნომერი 33 დაღესტანი XVI-XVIII საუკუნეების კავკასიის რეგიონის საერთაშორისო ურთიერთობებში ავტორ(ებ)ი: იაროსლავ პილიპჩუკი |
სტატია დაღესტნის პოლიტიკურ ისტორიას ეძღვნება კავკასიის რეგიონის საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში XVI-XVIII საუკუნეებში. კავკასიური ტიუმენი დიდი ურდოს ფრაგმენტი იყო. აქ თავშესაფარი ჰპოვა ცნობილი ხანის - ახმეტ მურთაზის ვაჟმა, რომელიც ქუთლუღ-თემურის შთამომავალიც გახლდათ. XVI საუკუნის მეორე ნახევარში აყვავებას განიცდიდა შამხლობა: იგი წარმატებით ეწინააღმდეგებოდა მოსკოვის ექსპანსიას სამხრეთით და აქტიურად ერეოდა სეფიანთა საქმეებში. ყუმუხური სამთავროებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო თურქულ-თათრულ სახელმწიფოებთან ურთიერთობა. |
ჟურნალი ამირანი. 2020. ნომერი 33 გზა თურქეთიდან შვედეთამდე - ორგზის მუჰაჯირი საბა ართვინელი ავტორ(ებ)ი: ნინო ოქროსცვარიძე |
მინდა გიამბოთ ერთი იდეალისტი თურქეთელი ქართველის შესახებ, რომელმაც თავისი ცხოვრებით შექმნა ისტორია. სამწუხაროდ, ცოტამ თუ იცის, ვინ არის შალვა თევზაძე - შანვერ აქინი. მის ბიოგრაფიაში თურქეთი, შვედეთი, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა დამოუკიდებელი საქართველო ერთმანეთს კვეთს. ეს არის ერთი ადამიანის ცხოვრება, რომელიც აერთიანებს საინტერესო მოვლენებს. ის არ იყო მხოლოდ მაყურებელი ამ მოვლენების, არამედ მონაწილე. შალვა თევზაძე ცნობილი თურქეთელი ქართველია. იგი 1945 წლის 16 მარტს თურქეთში დაიბადა. 1965 წლიდან ცხოვრობს შვედეთში, ქალაქ სტოქჰოლმში. |