კვლევა

ჟურნალი ამირანი. 2002. ნომერი 6

ბრძოლა ბათუმის ოლქის საქართველოსთან საბოლოოდ შემოსაერთებლად

ავტორ(ებ)ი: უჩა ოქროპირიძე

1917 წლის ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ რუსეთი ანარქიამ მოიცვა. ამიერკავკასიის ხალხებმა სცადეს საკუთარი ძალებით გაეკვლიათ გზა და საკმაო ყოყმანის შემდეგ შექმნეს ამიერკავკასიის ფედერაციული სახელმწიფო საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის შემადგენლობით. მაგრამ კარგად ცნობილი მოვლენების შედეგად აღნიშნულმა ფედერაციამ სულ რაღაც ერთი თვე იარსება და მის ადგილზე აღმოცენდა სამი სახელმწიფო, რომლებმაც 1918 წლის 25-26 მაისს დეკლარირება გაუკეთა დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის მშენებლობის დაწყებას.



ჟურნალი ამირანი. 2002. ნომერი 6

მასალები XX საუკუნის ოთხმოციანი წლების საქართველოს ეროვნული მოძრაობის ისტორიის შესწავლისათვის (1988 წელი)

ავტორ(ებ)ი: მედეა შამუგია

1921 წლის 25 თებერვალს რუსეთმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია და ანექსია, რომელიც 70 წელი გაგრძელდა. ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა დამოუკიდებლობა... ამ პერიოდში რაიმე ეროვნულის წინ წამოწევა ნაციონალიზმად ინათლებოდა და განიცდიდა სასტიკ დისკრიმინაციას, რაც ხორციელდებოდა საქართველოს რუსეთთან ასიმილირების მაქსიმალური ცდის ფონზე. სისტემატურ შევიწროვებას განიცდიდა ქართული ენა, ეკლესია...



ჟურნალი ამირანი. 2002. ნომერი 6

სიტყვა, წარმოთქმული 1990 წლის 26 მაისს, საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღეს თბილისში, 26 მაისის სახელობის სტადიონზე

ავტორ(ებ)ი: ზვიად გამსახურდია

დღეს შევიკრიბეთ ამ მიწაზე, სადაც დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის ხანაში იმართებოდა მიტინგები და შეკრებები. დღეს ჩვენთან არიან სულები ის სულები, საქართველოს თავისუფლების ქომაგნი, საქართველოსთვის მრავალი მათგანი შემდგომში წამებულნი, საქართველოს თავისუფლების სულისჩამდგმელნი. და ამ დღეს გვმართებს დიდი დაფიქრება, დიდი ანალიზი ჩვენი ბრძოლის, ჩვენი ეროვნულ-გამნათავისუფლებელი მოძრაობის სწორი კურსის განსაზღვრისათვის.



ჟურნალი ამირანი. 2002. ნომერი 7

ცენტრალურ-კავკასიური რელიგიური სისტემა და სოციალური იდეოლოგია პოსტ-საბჭოთა პერიოდში

ავტორ(ებ)ი: ქევინ თუითი, პაატა ბუხრაშვილი

1996-2001 განმავლობაში ფშავ-ხევსურეთში მოგვიწია საველე მასალის შესაგროვებლად მივლინება. ჩვენს მიერ უძილაურთას, გოგოლაურთას და სხვა მათ მსგავს თემებში დადასტურდა მოსახლეობის ყოფაში მძლავრად მოქმედი ტრადიციული სათემო სალოცავების არსებობა, რომლებიც თავის მხრივ დიდად განაპირობებენ მის "ყმათა" ყოველდღიურ ცხოვრებას და მძლავრად არიან ფესვგადგმულნი აღმ. საქართველოს მთიანეთის მოსახლეობის ცნობიერებში. მიუხედავად საბჭოთა პერიოდში ოფიციოზის მხრიდან წარმართული მძლავრი ანტირელიგიური პროპაგანდისა, ამ სალოცავებს მაინც არ დაუკარგავთ საკუთარი მნიშვნელობა...



Powered by bootstrapmade.com