კვლევა

ჟურნალი ამირანი. 2023. ნომერი 37

კიდევ ერთხელ "თურქი-მესხების" პრობლემის შესახებ

ავტორ(ებ)ი: უჩა ოქროპირიძე

ნაშრომში განხილულია 1991 წლის აგვისტოში "თურქი-მესხების" პრობლემის შესასწავლად ჩვენს მიერ მესხეთში სპეციალურად მოწყობილი ექსპედიციის, ამ პერიოდთან ახლოს აღნიშნულ საკითხზე გამოქვეყნებული პუბლიკაციების, ამასთან თანამედროვე მასალის საფუძველზე გაანალიზებული აღნიშნული პრობლემის წარმომშობი მიზეზები, მისი განვითარება და სამწუხარო შედეგები.



ჟურნალი ამირანი. 2023. ნომერი 37

რამდენიმე შენიშვნა მანანა სანაძის მონოგრაფიაზე: "მეფე დარჩილი (ვახტანგ გორგასლის ვაჟი) და მისი ცხოვრების ამსახველი ქრონიკები"

ავტორ(ებ)ი: გიორგი ლაღიაშვილი

2021 წელს "საქართველოს უნივერსიტეტმა" გამოსცა ამავე უნივერსიტეტის პრეზიდენტისა და პროფესორის, ისტორიკოს მანანა სანაძის მონოგრაფია. წინამდებარე წერილი, განსახილველი ნაშრომის გამოცემიდან მალევე, იმავე 2021 წელს დაიწერა. თუმცა, მის გამოქვეყნებაზე დიდხანს ვფიქრობდი. ყოყმანის მიზეზი პირველ რიგში იყო ის, რომ არ მინდოდა სამეცნიერო საზოგადოებაში წარმოვჩენილიყავი, როგორც ჩასაფრებული პოზიციის მქონე სუბიექტი.



Powered by bootstrapmade.com