|
ჟურნალი ამირანი. 1999. ნომერი 1 XII ს. საქართველოს ისტორიის ზოგიერთი საკითხი სამუელ ანეცის ცნობების მიხედვით ავტორ(ებ)ი: ნინო თორთლაძე |
სამუელ ანეცი XII ს. სომეხი ავტორია. მისი თხზულება "ამონაკრეფი ისტორიკოსთა ნაწერებიდან" შეიცავს მნიშვნელოვან ცნობებს საქართველოს შესახებ. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია დემეტრე I-ის მეფობის ხანის ამსახველი მასალა. მისი მნიშვნელობა დიდია, რადგან ამ პერიოდის ისტორია ქართულ წყაროებში სრულად არ არის ასახული. "ქართლის ცხოვრებაში" დემეტრეს მეფობა მხოლოდ "ლაშა-გიორგის დროინდელ მატიანეში" არის მოცემული ძალიან მოკლე ქრონიკის სახით. |