კვლევა

ჟურნალი ამირანი. 2022. ნომერი 36

სომხეთის შუა საუკუნეების სახელმწიფოებრიობა: ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის

ავტორ(ებ)ი: იაროსლავ პილიპჩუკი

ეს სტატია ეძღვნება სომხეთის სახელმწიფოებრიობის ისტორიას V-XIV საუკუნეებში. რომის იმპერიასა და ერანშაჰრს შორის სომხეთის გაყოფის შედეგად 387 წელს სომხეთს ფაქტობრივად ჩამოერთვა სახელმწიფოებრიობა, თუმცა დასავლეთ სომხეთში არშაკუნის ძალაუფლება არსებობდა 389 წლამდე, ხოლო პარსააიკში 420 წლამდე.



ჟურნალი ამირანი. 2021. ნომერი 35

ქართული ლიტერატურის "ოქროს ხანა". XVII-XVIII საუკუნეების ქართველი ინტელექტუალები

ავტორ(ებ)ი: იაროსლავ პილიპჩუკი

სტატია ეძღვნება ქართული ლიტერატურის ისტორიას. მასში განხილულია XVII-XVIII საუკუნეების ცნობილი ქართველი ინტელექტუალების ბიოგრაფია და მოღვაწეობა. XV-XVI საუკუნეების პერიოდთან შედარებით, XVII საუკუნე იყო ქართული კულტურის აღორძინების დრო.



ჟურნალი ამირანი. 2021. ნომერი 35

სომხეთი და თურქული დინასტიები მე-15-19 საუკუნეებში

ავტორ(ებ)ი: იაროსლავ პილიპჩუკი

კვლევის მიზანია ამ პერიოდის სომხურ-თურქული ურთიერთობების შესწავლა. კვლევის სიახლე მდგომარეობს XV-XIX საუკუნეებში სომხური საზოგადოების განვითარების ძირითადი ტენდენციების გამოკვეთაში.



ჟურნალი ამირანი. 2021. ნომერი 34

ბრესტის ზავის, მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებების შესახებ

ავტორ(ებ)ი: უჩა ოქროპირიძე

თურქეთში რეგისტრირებული "აჭარის კულტურული ასოციაციის" მიერ ქართულ ენაზე თარგმნილი თურქეთშივე გამოცემული თავისებური სამახსოვროს პირველ ნომერში საქართველოს ისტორიის რიგი უმნიშვნელოვანესი საკითხების გადმოცემისას დაშვებულია შეცდომები და ლაფსუსები, მაგრამ ყურადღებას გავამახვილებთ აქვე დაფიქსირებულ მოსაზრებებზე, რომ "სარფის საზღვრის გახსნის შემდეგ ორივე მხარის მცხოვრებმა აჭარლებმა, გაიგეს მოსკოვის პროპაგანდის სიყალბე, რომელიც მათ ქართველებთან აერთიანებდა... ბრესტ-ლიტოვსკის ზავის თანახმად... ბათუმი დაუბრუნდა თურქეთს..." და ა.შ. მოგახსენებთ ჩვენს მოსაზრებებს აღნიშნულ საკითხებზე.