ჟურნალი ამირანი. 2003. ნომერი 9 მიმართვა შიდა ქართლისა და ქ. ცხინვალის ოსი მოსახლეობისადმი ავტორ(ებ)ი: ზვიად გამსახურდია |
ჩვენი ხალხებისადმი ამ მძიმე დღეებში მოგმართავთ თქვენ, ვინაიდან ყველაფერი, რაც ოსებსა და ქართველებს შორის ხდება, არა მარტო საერთო უბედურებაა, არამედ პირადი ტრაგედიაცაა თითოეული ჩვენთაგანისათვის. ქართველები და ოსები, რომლებიც ხანგრძლივი დროის მანძილზე მშვიდობიანად და მეგობრულად ცხოვრობდნენ ამ მიწაზე, ახლა ერთურთს ხოცავენ, ეომებიან გარეშე ძალის წაქეზებით, ვინაიდან ეს ძმათა მკვლელი ომი ვიღაცის იმპერიული ამბიციების დასაყრდენია. დღეს მთელს მსოფლიოს აღელვებს ქალაქ ცხინვალში შექმნილი სიტუაცია, როგორც ქართველი, ისე ოსი ლტოლვილების მდგომარეობა. |
ჟურნალი ამირანი. 2004. ნომერი 10 მარი ბროსეს სამეცნიერო კონტაქტები ქართველ მოღვაწეებთან (პლატონ იოსელიანი) ავტორ(ებ)ი: თინათინ ზარნაძე |
ქართველი ხალხის მდიდარმა კულტურულ-ისტორიულმა მემკვიდრეობამ, ქართულმა სიძველეებმა მრავალი უცხოელი დააინტერესა. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი ევროპაში მეცნიერული ქართველოლოგიის ფუძემდებელს მარი ბროსეს უჭირავს. |
ჟურნალი ამირანი. 2004. ნომერი 10 რუსეთის (სსრკ) პოლიტიკა ჩრდილო კავკასიაში და ჩეჩნური წინააღმდეგობრივი მოძრაობა ავტორ(ებ)ი: გიორგი ანჩაბაძე |
რუსულ-ჩეჩნურ ურთიერთობათა (XVIII საუკუნიდან დღემდე) დიდ ნაწილს სამხედრო დაპირისპირებათა დაღი აზის. თანამედროვე სამყაროში ძნელია დაიძებნოს ამგვარი ხანგრძლივი და მკვეთრი დაპირისპირების მსგავსი მაგალითი. დღეს, როდესაც ცივილიზებულ სამყაროში არსებულ საზოგადოებრივ ურთიერთობათა წარმმართველი ჰუმანიტარული მიდგომა ხდება, ამ დაპირისპირებამ თავის აპოგეას მიაღწია. ომი ჩეჩენი ხალხის გენოფონდს ანადგურებს. |
ჟურნალი ამირანი. 2005. ნომერი 12 ავტორ(ებ)ი: ნინო ჩარექიშვილი |
XX ს-ის დიდ არქეოლოგიურ აღმოჩენებს მიემატა კიდევ ერთი საყურადღებო აღმოჩენა. იტალიელმა არქეოლოგებმა სირიის არაბთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიაკვლიეს ებლას, უძველეს ქალაქ-სახელმწიფოს, რომელიც ამ ტერიტორიაზე ძვ.წ III-II ათასწლეულებში არსებობდა. აღნიშნულმა გათხრებმა კიდევ ერთხელ უარყო მეცნიერთა მიერ ადრე ჩამოყალიბებული დოგმატური მოსაზრება იმის შესახებ, რომ თურმე, კაცობრიობის პირველი ცივილიზაციები იქმნებოდა მხოლოდ დიდი მდინარეების მიმდებარე ტერიტორიებზე: ტიგროსისა და ევფრატის შუამდინარეთში, ნილოსზე და სხვ. |