|
ჟურნალი ამირანი. 2020. ნომერი 33 პარალელური აზრები: ქალბატონ დენიზა სუმბაძის გულწრფელი ძალისხმევა ავტორ(ებ)ი: უჩა ოქროპირიძე |
გამოქვეყნდა ცნობილი ქართველი მეცნიერისა და მოაზროვნის დენიზა სუმბაძის ნაშრომი: "ჩვენ განვკურნავთ დედამიწას სნეულებათაგან" – (ღია წერილი მის აღმატებულებას, აშშ-ს პრეზიდენტს, ბატონ დონალდ ტრამპს). წერილში განხილულია როგორც თანამედროვე მსოფლიოს წინაშე დღეს არსებული პრობლემების მრავალი ასპექტი, ამასთანავე მათი გავლენა და ზემოქმედების შედეგები ახლად ჩამოყალიბებულ პოსტსაბჭოთა სივრცეზე, კერძოდ კი, კავკასიასა და საქართველოზე. ვეცდებით საზოგადოებას გავაცნოთ აღნიშნული წერილის წაკითხვის დროს წარმოშობილი პარალელური აზრები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში შეიძლება კიდეც ემთხვეოდეს ავტორისეულ პოზიციას, ან რაღაც დოზით, ავსებდეს მას, ან კიდევ განსხვავდებოდეს მისგან და შეიცავდეს მათზე ჩვენს მიერ ჩამოყალიბებულ თვალსაზრისს. |
|
ჟურნალი ამირანი. 2017. ნომერი 30 ავტორ(ებ)ი: ნაპო კვარაცხელია |
ერი ადამიანთა მოდგმის უნიკალური წარმონაქმნია და ამასთანავე კაცობრივი არსის ინდივიდუალური გამოვლინება. სწორედ ეს განსაზღვრავს მის მეტაფიზიკურ "ადგილს" სამყაროს ბუნებითსა და ადამიანურ წყობაში. არ არსებობს ამქვეყნად უფრო დიდი ღირებულება ვიდრე, ერად ყოფნის ღირებულება. |
|
ჟურნალი ამირანი. 2014. ნომერი 25 ავტორ(ებ)ი: არტემ ივანცოვი |
უძველეს დროში მთელი მსოფლიო ერთ ენაზე მეტყველებდა. ჩვენ ვხვდებოდით ამას. ახლა კი დანამდვილებით ვიცით. ეს ქართველური ენა აღმოჩნდა. ამის შესახებ მხოლოდ ერთეულები თუ ხვდებოდნენ. ახლა ამის შესახებ უკვე დაზუსტებით ვიცით. ხალხს, რომელიც ქართველურ ენაზე ლაპარაკობდა ევროპაში, აფრიკაში და აზიაში, თავისი სახელი ჰქონდა. ამას ვერავინ ხვდებოდა და, თუკი ხვდებოდა, არ დაიჯერებდა, რომ ამ სახელის აღდგენა ათასწლეულების შემდეგ გახდებოდა შესაძლებელი. ახლა ის აღდგენილია. ეს ხალხია - ლუბები. მტკიცებულებები - ასეულობითაა მთელ მსოფლიოში. მთელი წინარეინდოევროპული მსოფლიო - ეს ქართველურენოვანი ლუბების მიწაა. მათგან წამოვიდა მთელი მსოფლიო ცივილიზაცია.. |
|
ჟურნალი ამირანი. 2010. ნომერი 22 ავტორ(ებ)ი: დოდონა კიზირია |
მეოცე საუკუნის ტოტალიტარული სისტემების - განსაკუთრებით ევროპული ფაშიზმისა და საბჭოთა სოციალიზმის - ანალიზს მიეძღვნა არაერთი მეცნიერული ნაშრომი, რომლებშიც პირდაპირ ან იმპლიციტურად განიხილება ამ ორ პოლიტიკურ სისტემას შორის არსებული მსგავსება და სხვაობა. თუმცა მათი წარმოშობის ისტორიული მიზეზები, მათი იდეოლოგიური საფუძველი და ამ იდეოლოგიის განხორციელების მეთოდები სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარი იყო, როგორც ევროპის ქვეყნების ფაშიზმის, ასევე საბჭოთა სოციალიზმის კულტურულ დისკურსებს ახასიათებდა მითოლოგიური აზროვნებისა და რიტუალების კულტივირება, სიმბოლიკის იმგავრი სისტემის შექმნა, რომელიც მათ თელეოლოგიურ მნიშვნელობას ანიჭებდა. |