კვლევა

ჟურნალი ამირანი. 2012. ნომერი 24

რაიმონ დუგე - ბოლშევიზმის მამხილებელი

ავტორ(ებ)ი: მაია ვარსიმაშვილი-რაფაელი

რუსეთის ცივილიზაციის, კულტურის, მისი წარსულისა და თანამედროვეობისადმი ინტერესი დიდია საფრანგეთში. ამ საქმეში განსაკუთრებული როლი შეასრულა წიგნიერმა კულტურამ. ლიტრატურული თარგმანების, დოკუმენტური წყაროების, სამეცნიერო და კრიტიკული ნააზრევის სახით ფრანგ მკითხველს უამრავი მასალა მიეწოდა ამ ქვეყნის შესახებ, რომელიც მას ერთდროულად იზიდავდა და აფრთხობდა. მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან დოსტოევსკის რომანი, რომელიც ზოლას რომანს უპირისპირდება, გზას უხსნის ჭეშმარიტ ლიტერატურულ "რუსომანიას". ეს ფენომენი რუსეთ-საფრანგეთის პოლიტიკურ ალიანსსაც უკავშირდება და 1896 წლიდან – ფელიქს ფორის მიერ ნიკოლოზ II-ის საფრანგეთში ზარ-ზეიმით მიღებიდან მოყოლებული პირველ მსოფლიო ომამდე, აპოთეოზს აღწევს.
1917 წლის შემდგომ ინტერესი რუსეთისადმი არ ნელდება, თუმცა იგი სხვაგვარ გამოხატულებას იღებს. თუ ერთნი ახალი მსოფლიო იდეალისადმი ენთუზიაზმს გამოხატავენ და ბოლშევიზმს სიმპათიით უყურებენ, მეორენი "რუსულ ტრაგედიაზე" საუბრობენ და მსოფლიოს ბედი აფიქრებთ. ევროპელმა საზოგადოებამ აღარ იცის, როგორ ახსნას ის, რაც რუსეთში ხდება: "რუსული სულის" კიდევ ერთი ამოუცნობი სახე, მილენარიზმის ახალი ფორმა თუ კაცობრიობის რეალური საფრთხე? რა არის საბჭოეთი – იმედის, ილუზიის თუ სიცრუის ქვეყანა?



ჟურნალი ამირანი. 2012. ნომერი 24

პოლიტიკა და რელიგია

ავტორ(ებ)ი: მარიკა მშვილდაძე

ნაშრომში შესწავლილია აფსაროსსა და პიტიუნტში აღმოჩენილ გლიპტიკის ნიმუშებზე დაფიქსირებული ქალღვთაებები. აფსაროსისა და პიტიუნტის სტატუსიდან გამომდინარე, მათი მფლობელები არ არის გამორიცხული ადგილობრივ მოსახლეობას წარმოადგენდნენ. ქალღვთაება (ტიხე-ფორტუნა) აფსაროსის ტერიტორიაზე აღმოჩენილ მხოლოდ ერთ ინტალიოზეა წარმოდგენილი. პიტიუნტში კი დაფიქსირებულია ოთხი ჭრილაქვა: დემეტრას, აფროდიტეს, სამი გრაციასა და ფსიქეასა და ამურის გამოსახულებით. გლიპტიკური ძეგლების ქრონოლოგიური ჩარჩოები ახ.წ. II-IV სს. განისაზღვრა. მასალის შესწავლა საფუძველს გვაძლევს დავასკვნათ, რომ აღნიშნული ქალაქების მოსახლეობაში გავრცელებული იყო ანტიკური ქალღვთაებები, მაგრამ მოპოვებული მასალა საკმარისად არ მოგვაჩნია ადგილობრივ მოსახლეობაში (განსაკუთრებით აფსაროსში) მათი პოპულრობის მტკიცებისათვის.



ჟურნალი ამირანი. 2012. ნომერი 24

ქვემო ქართლის ბარის ლანდშაფტების ანთროპოგენური მოდიფიკაციისა და გაუდაბნოების პროცესების განვითარების შესახებ

ავტორ(ებ)ი: ზურაბ ჯანელიძე, ნინო ჩიხრაძე

კაცობრიობისათვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს გაუდაბნოების პროცესი, რაც თვალნათლივ შეინიშნება დედამიწის სემიარიდულ და ნაწილობრივ სუბჰუმიდურ რეგიონებში. ამ რეგიონებში გაუდაბნოების პროცესი ძირითადად მიმდინარეობს ტყის, ტყე-სტეპის, სტეპის და სავანის ბუნებრივი ბიოცენოზების ნახევარუდაბნოს და უდაბნოს ბიოცენოზებით ჩანაცვლებით საერთო ფონზე.



ჟურნალი ამირანი. 2012. ნომერი 24

გარეკახეთის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები

ავტორ(ებ)ი: თენგიზ თოდრია

ივრის ხეობა ფიზიკურ-გეოგრაფიულად სამ მკაფიოდ განსხვავებულ ნაწილად იყოფა; ზემო წელი – მდ. ივრის სათავიდან უჯარმამდე (ერწო – თიანეთი), შუა წელი – უჯარმიდან ქიზიყამდე (გარე კახეთი) და ქვემო წელი (ქიზიყის უკან მხარი, ელდარის ველით და ივრის მარჯვენა ნაპირის საძოვრებით)...



Powered by bootstrapmade.com