ჟურნალი ამირანი. 2012. ნომერი 24 ერთიანი კავკასია - მითი თუ რეალობა? ავტორ(ებ)ი: სულხან ინაიშვილი |
კავკასიის გაერთიანების კონცეფცია და მცდელობა, რომ ეს პრაქტიკაში განხორციელებულიყო შესამჩნევია მე-11-12 საუკუნეებში. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც ხდებოდა საქართველოს პილიტიკური გამთლიანება, თუმცა ეს არ გულისხმობდა პირდაპირ ზემოქმედებას ზემოთხსენებული კონცეფციის აღსრულებაზე. |
ჟურნალი ამირანი. 2014. ნომერი 25 რატომ აღმოჩნდა ქართველი ინტელიგენცია ვარდების რევოლუციის მოწინააღმდეგეთა რიგებში ავტორ(ებ)ი: დოდონა კიზირია |
ამ კითხვაზე მოკლედ შეიძლება ვუპასუხოთ ამგვარად - ქართული ინტელიგენცია აღარ არსებობს ისევე, როგორც მისი წინამორბედი რუსი ინტელიგენცია. ამ აზრს უფრო და უფრო ხშირად იმეორებენ ჯერჯერობით რუსეთში, და ნაწილობრივ საქართველოშიც. ეს არც გასაკვირია, რადგან ქართული ინტელიგენციის წარმოშობა და განვითარება მიყვებოდა უმთავრესად რუსი ინტელიგენციის ისტორიულ გზას. ეს არ ნიშნავს, რომ დღეს აღარ არსებობს მოსახლეობის განათლებული ფენა მეცნიერების, ტექნიკისა და შემოქმედებით სფეროში, მაგრამ ეს უკვე სრულიად სხვა ფენომენია, რომელსაც ტრადიციულად ინტელიგენციას ვუწოდებთ. |
ჟურნალი ამირანი. 2014. ნომერი 25 ავტორ(ებ)ი: მარი ჯანიბეგაშვილი |
სამაგისტრო ნაშრომის კვლევის საგანია საქართველოს უახლესი ისტორიის ერთი მონაკვეთი, კერძოდ 70-ანი წლების შუახანებიდან 80-ანი წლების შუახანებამდე. ნაშრომში ერთი არქიტექტურული ნიმუშის საფუძველზე განხილულია იმ პერიოდში საქართველოში მიმდინარე საზოგადიებრივი, პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების ცალკეული მომენტები. ნაჩვენებია იმ პერიოდის პარტიული დიქტატის რეჟიმში, თუ როგორ ხდებოდა გარკვეულ ღირებულებათა ტრანსფორმაცია და ახალი საბჭოთა ღირებულებების დანერგვა. "თბილისის სადღესასწაულო რიტუალების სასახლის" მაგალითზე განხილულია ისეთი თემები როგორიცაა: ე.წ. "მავნე ტრადიციების და გადმონაშთების" წინააღმდეგ ბრძოლა, "ფორმით ეროვნული და შინაარსით სოციალისტური“ ღირებულებების დამკვიდრების მიზნით ტრადიციულად ჩამოყალიბებული ღირებულების უარყოფა, ე.წ. "ახალი ადამიანის“ ფორმირება და ძველი დღესასწაულების ახლით ჩანაცვლება. |
ჟურნალი ამირანი. 2014. ნომერი 25 საზოგადოებრივი აზრის მართვის ერთი ნიმუშის გააზრებისათვის ავტორ(ებ)ი: ლანა წულაია |
ნაშრომში განხილულია დემოკრატიაზე გარდამავალი საზოგადოების განვითარებაში პოლიტიკური პროცესების როლი და ადგილი. დასაბუთებულია სოციალურ-კულტურული და ინსტიტუციონალური საფუძვლების ურთიერთდამოკიდებული და განმსაზღვრელი ხასიათის პოლიტიკური პროცესი. გააზრებულია პოსტსაბჭოთა საქართველოს პოლიტიკური გამოცდილება და მათი დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართებაში, კომუნიკაცია და პოლიტიკური სისტემები. განსაზღვრულია პოლიტიკური იდეოლოგია, რომელიც წარმოადგენს ინდივიდების, სოციალური ჯგუფების განზოგადოებული პოლიტიკური ცნობიერიბის ფორმას, რომლის საფუძველია პოლიტიკური ხასიათის იდეების, კონცეფციების და დოქტრინების ერთობლიობა. პოლიტიკური იდეოლოგიის საფუძველზე მყარდება პოლიტიკური ურთიერთობები საზოგადოების შემადგენელ სუბიექტებს შორის და ფუნქციონირებს შესაბამისი პოლიტიკური ინსტიტუტები. |