ჟურნალი ამირანი. 2002. ნომერი 7 დეზერტირების ბაზარი თბილისში 1997 წლის ზაფხულში ავტორ(ებ)ი: ფლორიან მიულფრედი |
სადგურის მოედანზე არსებული თბილისის ერთერთი უდიდესი ბაზარი, რომელიც ხალხში "დეზერტირების ბაზრის" სახელითაა ცნობილი, საქართველოს დედაქალაქის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. საველე მასალის შეგროვება სამი ძირითადი შეკითხვის ირგლივ ხდებოდა: როგორ შეიცვალა ბაზრის იერსახე საბჭოთა პერიოდის შემდეგ? სადაური მოვაჭრენი არიან ძირითადად აქ დასაქმებულნი და სადაურია გასაყიდი საქონელი სახეობების მიხედვით. |
ჟურნალი ამირანი. 2002. ნომერი 7 საქართველოს როლი კავკასიის გეოპოლიტიკურ სივრცეში ავტორ(ებ)ი: ანა დოლიძე |
გეოპოლიტიკა, როგორც დამოუკიდებელი სამეცნიერო დისციპლინა, მე-19 საუკუნიდან იღებს სათავეს. ის ცდილობს ახსნას მსოფლიოს პოლიტიკური განვითარების კანონზომიერება გეოგრაფიული სივრცის პირობებში, დაადგინოს კავშირი გეოგრაფიულ სივრცესა და საგარეო პოლიტიკას შორის და მიიჩნევა მეცნიერებად ძალაუფლებასა და ძალაუფლებისათვის, რომლის მთავარ ამოსავალ თეზისს "გეოგრაფიული რელიეფი, როგორც ბედი" წარმოადგენს. |
ჟურნალი ამირანი. 2003. ნომერი 8 დიმიტრი ბაქრაძის და მარი ბროსეს სამეცნიერო ურთიერთობისათვის ავტორ(ებ)ი: ხათუნა ჯორბენაძე |
გამოჩენილმა ფრანგმა მეცნიერმა მარი ბროსემ 1847 წ. 19 აგვისტოდან 1848 წლის 23 ივლისამდე საქართველოში იმოგზაურა. მეცნიერის მოგზაურობის მთავარ მიზანს, საქართველოს ნახვა და მისი სიძველეების შესწავლა წარმოადგენდა. მოგზაურობის პერიოდში მ. ბროსეს მიზნად ჰქონდა დასახული, მის ხელთ არსებული ისტორიული ცნობების ადგილზე გადამოწმება და აგრეთვე ახალი საინტერესო დოკუმენტების მოძიება. |
ჟურნალი ამირანი. 2003. ნომერი 8 ნეკრესის არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი მთვარე-მზის ძველი ქართული წარმართული კალენდარი ავტორ(ებ)ი: ნოდარ გაფრინდაშვილი |
ნეკრესის ნაქალაქარის არქეოლოგიური გათხრები დაიწყო 1984; 1986-89 წლებში ბ-ნ ლევან ჭილაშვილის ხელმძღვანელობით და ამჟამადაც მიმდინარეობს. გათხრების პირველი შედეგები საკმაოდ ვრცელი სტატიის სახით "ნეკრესის არქეოლოგიის დასაწყისი", გამოქვეყნდა კრებულში "დავით აღმაშენებელი". ამის შემდეგ ბ-ნმა ლ. ჭილაშვილმა არა ერთი სტატია და ბროშურა გამოაქვეყნა და მთელი რიგი მოხსენებებიც წაიკითხა სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულებებში. |