კვლევა

ჟურნალი ამირანი. 2017. ნომერი 30

კიდევ ერთხელ "თურქი-მესხების" პრობლემის შესახებ

ავტორ(ებ)ი: უჩა ოქროპირიძე

თანამედროვეობაში ერთ-ერთი ურთულეს პრობლემად ქართული სახელმწიფოებრივ სივრცეში ე. წ. თურქი-მესხების საკითხია. აღნიშნული საკითხით ადრევე დავინტერესდი და ჯერ კიდევ 1991 წლის აგვისტოში ადიგენის რაიონში მოვაწყვე ექსპედიცია მისი შესწავლის მიზნით. მაგრამ იმ დროინდელ საბჭოთა კავშირში საკავშირო პრობლემების გააქტიურების გამო, იძულებული გავხდით საქმე მოულოდნელად შეგვეწყვიტა, თუმცა საერთო სურათის მომცემი მასალა, თითქმის ერთი-ერთზე ემთხვევა ერთმანეთს და მათგან გამომდინარე ერთიანი საბოლოო დასკვნა ასეთია: "თურქი მესხების" საქართველოში დაბრუნება შეუძლებელია და თუ ისინი დაბრუნდებიან, ჩვენ უნდა დავტოვოთ ჩვენი სამშობლო!" - ამბობენ მესხეთის მკვიდრნი.



Powered by bootstrapmade.com