ჟურნალი ამირანი. 2003. ნომერი 9 მაღალმთიანეთის სალოცავების პოლიტიკური და სოციალური მნიშვნელობა პოსტ-საბჭოთა საქართველოში ავტორ(ებ)ი: ქევინ თუითი |
This project is in essence the continuation of the research on traditional Central Caucasian religion funded in 1999-2002, with a shift in orientation motivated primarily by observations made in the field at that time. The primary goal of my research during this period was the documentation and analysis of the surviving remnants of highland Caucasian "paganism", a syncretic religious system comprising elements appropriated from Georgian Orthodox Christianity, but whose core principles go back much further in time. |
ჟურნალი ამირანი. 2003. ნომერი 9 ქართველი ებრაელები და საქართველოს მოსახლეობა ავტორ(ებ)ი: ქეთევან აბულაძე |
"ებრაელებს არ მოეპოვებათ არცერთი დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ საქართველოში ებრაელებს აყრილი გვქონდა მოქალაქეობრივი უფლებები ან გვავიწროვებდნენ, რათა უარი გვეთქვა ჩვენს სარწმუნოებაზე... არც ზეპირი გადმოცემა გვაქვს ამის შესახებ" აცხადებს თავის წიგნში ებრაელი მწერალი აბრეკ ბათოშვილი, რაც სრული ჭეშმარიტებაა. |
ჟურნალი ამირანი. 2003. ნომერი 9 ავტორ(ებ)ი: მარინე ბულეიშვილი |
გასული საუკუნის ბოლოს და ჩვენი საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა ნიჭიერი ოსი მწერალი ქალი დარია კონსტანტინეს ასული ვედრებისელი (მალიევა). იგი დაიბადა 1874 წლის ოქტომბერში გორის მაზრის მივარდნილ სოფელ ვედრებისში (ამჟამად ქარელის რაიონი). აქედანვე წარმოსდგება მისი ერთ-ერთი ფსევდონიმი - ვედრებისელი. იგი სწავლობდა ბაქოს ქალთა გიმნაზიაში. გიმნაზიის წარჩინებით დამთავრების შემდეგ იგი აქტიურ საზოგადოებრივ პუბლიცისტურ მოღვაწეობას ეწეოდა ქ. ბაქოში... |
ჟურნალი ამირანი. 2004. ნომერი 10 ავტორ(ებ)ი: გიორგი ჩინჩალაძე |
შრომა ადამიანის გარდაუვალი, აუცილებელი საჭიროებაა; ამასთან ზნეობრივი გრძნობაა, რომელიც სიკეთედ, საღვთო, ანუ საყოველთაო მოწოდებად აღიქმება. "ყოველი შრომა, რომელიც კი სარგებლობას მისცემს კაცს და შეეწევა მის რჩენასა, დიახ არის მადლიანი და საკადრისი" (გაბრიელ ეპისკოპოსი). ჩვენი "ძველებიც" (წინაპრები) ყოველგვარ ადამიანის "დასარჩენ" - საკეთილდღეო საქმიანობას "საღვთო ზნედ" უხმობდნენ; ყოველი ცოდნა ზნეობააო (არჩილი). მათთვის "ხელიხელობა", "მარჯვენა" - გამარჯვებული, საღვთო "ნაწილი", საფიცარი იყო, ხოლო "სინდისიერი ოფლი", "ალალი" მარჯვენა თუ ლუკმა ღირსების და სიბრძნის გამომხატველი. |