კვლევა

ჟურნალი ამირანი. 2004. ნომერი 10

ქრისტიანულ-მუსლიმური ურთიერთობის ისტორიიდან

ავტორ(ებ)ი: ეკა გოდერძიშვილი

ყველა სხვა რელიგიებისაგან განსხვავებით, რომლებიც ქრისტიანობასთან კონფრონტაციაში ვრცელდებოდა, ისლამი აღმოცენდა და განვითარდა იმ სამყაროში, სადაც ქრისტიანობა და ქრისტიანული ეკლესია დიდი ხნის დაფუძნებული იყო. როგორ შეხვდა ქრისტიანობა ისლამს, რას წარმოადგენდა იგი, რატომ იზრდებოდა ისლამის მიმდევართა რიცხვი იქ, სადაც ქრისტიანობა დომინირებდა, რა მდგომარეობაში იყო ამ რეგიონის ქრისტიანული მოსახლეობა, სწორედ ეს არის საკითხების ის წრე, რომელიც უდავოდ დიდ ინტერესს იწვევს.



ჟურნალი ამირანი. 2004. ნომერი 10

წმინდა იოანე და ზედაზნის სავანე

ავტორ(ებ)ი: თეა კობახიძე

ქართლის სამეფოს დედაქალაქის მცხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდინარე არაგვის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1350 მ-ის სიმაღლეზე აღმართულია საგურამოს ქედის ერთ-ერთი მწვერვალი – დიდებული ზედაზნის მონასტერი.



ჟურნალი ამირანი. 2005. ნომერი 12

ღირსების ნიშანთა კრებული

ავტორ(ებ)ი: ზურაბ გაიპარაშვილი

ჰერალდიკის მთავარ დოკუმენტურ წყაროს შეადგენს ცალკეულ საგნებსა და ნაგებობებზე არსებული გერბების გამოსახულებები. ფართო პლასტი ჰერალდიკური მასალისა შემონახულია ქრონიკებში, პოემებში და სხვა ეპიგრაფიკულ საბუთებში. მეტნაკლებად სპეციფიკური ტიპი ჰერალდიკური წყაროსი არის გერბების კრებული და გერბთა ნუსხა.



ჟურნალი ამირანი. 2005. ნომერი 12

ებრაელთა უფლებრივი მდგომარეობა და რელიგიური აღმსარებლობა საქართველოში

ავტორ(ებ)ი: ქეთევან აბულაძე

ებრაელთა პირველი ტალღა საქართველოში შემოვიდა ძვ. წ. აღ.-ით VI საუკუნეში, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის მიერ იუდეის სამეფოს დარბევის შემდეგ. ებრაელთა მიგრაცია საქართველოში შეგნებულად მიმდინარეობდა; ჩანს, ისინი გადმოსახლებამდეც იცნობდნენ საქართველოს, მის ხალხს, პირობებს.



Powered by bootstrapmade.com