კვლევა

ჟურნალი ამირანი. 2006. ნომერი 16

ქალაქი ჟინვანი და დარიალის საუღელტეხილო მაგისტრალი

ავტორ(ებ)ი: კახი წერეთელი

შუა საუკუნეების ქალაქ ჟინვანის წარმოშობის დროისა და მიზეზის საკითხთა განხილვისას, როგორც წესი, ყურადღება მახვილდება XII ს. საქართველოს სახელმწიფოებრივ ძლიერებაზე, რასაც შედეგად მოჰყვა სტრატეგიული თვალსაზრისით მუდამ უდიდესი მნიშვნელობის მქონე დარიალის საუღელტეხილო გზაზე კონტროლის განახლება და ამ გზის მეშვეობით იმიერკავკასიასთან ინტენსიური სავაჭრო-პოლიტიკური ურთიერთობების დამყარება.



ჟურნალი ამირანი. 2006. ნომერი 16

სირიელ მამათა მოღვაწეობის მნიშვნელობისათვის

ავტორ(ებ)ი: თეა კობახიძე

მძიმე მდგომარეობამ, რომელიც VI საუკუნის დასაწყისიდან აისახა ქართული საზოგადოების განვითარების ყველა სფეროზე, ქვეყანა არსებობის ზღვარზე დააყენა.
ღმრთის შეწევნითა და ადამიანის მონდომებით უნდა გამონახულიყო საშუალებანი, რომელთა წყალობით დარღვეული წონასწორობა აღდგებოდა. ეს საშუალებანი ნაწილობრივ ქართულ (თუმცა ირანულილ გავლენის ქვეშ მყოფ) შეძლებისდაგვარად პატრიოტულ სახელისუფლებო აპარატში, ნაწილობრივ კი გადასახადებისგან წელგაწყვეტილი დაბალი ფენის მოსახლეობაში მოიძია. უპირატესად ყოვლისა კი, ქვეყნის გადამრჩენ ბერკეტად ქართულ სინამდვილეში სამონასტრო ორგანიზაციის ჩამოყალიბება მოიაზრება.



ჟურნალი ამირანი. 2007. ნომერი 17

"მაგნას" ეპოქა: ბრენდის ტოტემიზმი და წარმოსახვითი გადასვლა სოციალიზმიდან პოსტ-სოციალიზმზე საქართველოში

ავტორ(ებ)ი: პოლ მანნინგი

მას შემდეგ, რაც საქართველოში დავიწყე მუშაობა – 1992 წლიდან, ბევრი რამ შეიცვალა. პოსტსოციალიზმის მთელს ისტორიას ჯერ კიდევ "გარდამავალი პერიოდი" ეწოდება, რაც გულისხმობს, რომ ეს ცვლილებების ხანაა. ამ ტერმინს, სავარაუდოდ, იმისთვის ვიყენებთ, რომ ხაზი გავუსვათ კონტრასტს "სტაგნაციის" პერიოდთან, რომელიც წინ უძღოდა ამ გარდამავალ პერიოდს. ცხადია, ეს ტერმინი, გარკვეულ მიმართულებას გულისხმობს, რაც გარკვეული მიზნისაკენ სვლას ნიშნავს – ვთქვათ კაპიტალიზმისკენ, დემოკრატიისკენ, ლიბერალიზმისკენ ან ქაოსისკენ, ანარქიისკენ. შესაძლოა, ეს ერთისა და იმავეს გამომხატველი სხვადასხვა სახელებია. ფაქტია, რომ გადასვლა სოციალიზმიდან კაპიტალიზმში არათანაბარია.



ჟურნალი ამირანი. 2007. ნომერი 17

კულტუროლოგიურ ურთიერთობებზე სამართლებრივი ზემოქმედებისა და კულტურის სფეროში სამართლებრივი რეგულირების მექანიზმის შესახებ

ავტორ(ებ)ი: გიორგი ჭილაძე

ცნობილია, რომ კულტურის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით მის ძირითად მიზნებს და ამოცანებს წარმოადგენს: კულტურის სფეროში საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების დაცვა და რეალიზება; კულტურულ ფასეულობათა და შემოქმედებითი მოღვაწეობის შედეგების გამოყენების სამართლებრივი პრინციპებისა და ნორმების განსაზღვრა...



Powered by bootstrapmade.com