კვლევა

ჟურნალი ამირანი. 2007. ნომერი 17

კულტურის სფეროში სამართლებრივი ვალდებულებების ზოგიერთი ასპექტი

ავტორ(ებ)ი: გიორგი ჭილაძე

"კულტურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, კულტურის სფერო არის ისტორიულ-კულტურული ტერიტორიები და ობიექტები, შენობა-ნაგებობები, კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლები, ფოლკლორი, მხატვრული სუვენირი, ხალხური რეწვა და ხელობა, პროფესიული ხელოვნება და ლიტერატურა, სახელოვნებო განათლება და მასთან დაკავშირებული პედაგოგიკა, სამეცნიერო კვლევა და მეთოდიკა, ტექნოლოგიები, კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის პოპულარიზაცია და გაშუქება, კულტურულ-გასართობი, შემეცნებითი პროგრამები და შოუ-ბიზნესი.



ჟურნალი ამირანი. 2008. ნომერი 19

ისტორიული მეხსიერება და მისი შესწავლის ძირითადი ტენდენციები

ავტორ(ებ)ი: ეკა კვაჭანტირაძე

ისტორია ესაა კაცობრიობის ცოცხალი მეხსიერება, მეხსიერების ხელოვნება. ისტორიული მეხსიერება არ არის მხოლოდ წარსულზე ინფორმაციათა ერთობლიობა, არამედ წარსულის მიზანმიმართული გააზრება, რომელიც მნიშვნელოვანია ცალკეული ინდივიდის თუ საზოგადოებისათვის. ისტორიული მეხსიერების სტრუქტურის მთავარი შემადგენელი ელემენტია ინდივიდის ან სოციუმის თვითიდენტობის მოთხოვნილება, რის გამოც დროის სხვადასხვა პერიოდში აქტუალური ხდება წარსულის გამოცდილების მხოლოდ ესა თუ ის მომენტი და არა მთლიანად წარსული.



ჟურნალი ამირანი. 2008. ნომერი 19

ნაციონალიზმი საქართველოში პოლიტიკური ანთროპოლოგიის პერსპექტივიდან

ავტორ(ებ)ი: მაია რაზმაძე

წინამდებარე სტატია მიმოიხილავს ნაციონალიზმის მნიშვნელობას, მის გამოვლინებებს და მის როლს საქართველოში XIX საუკუნის მეორე ნახევარში, ზოგადად, ყოფილ საბჭოთა კავშირში და კერძოდ საბჭოთა საქართველოში. ნაციონალიზმი გამოიხატებოდა სხვადასხვა სახით და თამაშობდა გარკვეულწილად მნიშვნელოვან როლს როგორც პოლიტიკურ და ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.



ჟურნალი ამირანი. 2008. ნომერი 19

რას გვერჩის რუსეთი?

ავტორ(ებ)ი: თემურ დაშნიანი

დარწმუნებული ვარ, ამ კითხვას ხშირად უსვამენ საკუთარ თავს ჩვენი თანამემამულეები (ვინ იცის, არა მარტო ისინი) და გონიერ პასუხს ვერ პოულობენ.
მართლაც, ერთი შეხედვით კონფლიქტი რუსეთსა და საქართველოს შორის აბსოლუტურად გაუგებარია: ტერიტორიული თვალსაზრისით მსოფლიოს ყველაზე დიდი ქვეყანა, ტერიტორიების გამო ებრძვის (ხან პირდაპირ იარაღით, ხან ეკონომიურად, ხან პოლიტიკურად) ტერიტორიული თვალსაზრისით მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პატარა ქვეყანას.



Powered by bootstrapmade.com